Pages

J- FRIED დაწყებითი განათლების პროექტი








                                                                გეგმის ნიმუში
                      
 გაკვეთილის გეგმა  

    საგანი  
     ქართული  ენა  და  ლიტერატურა

   სკოლა  
               186-ე  საჯარო სკოლა

 
 სწავლების  საფეხური,
 მოსწავლეთა რაოდენობა,
 განსაკუთრებული         საჭიროების მქონე მოსწავლის რაოდენობა .
დაწყებითი  საფეხური, მე -5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 35 (  ერთი  სსსმ მოსწავლე)



პედაგოგი
   ირმა  შელია


გაკვეთილის  თემა
  სახლები    ( G- PriEd -ის  საკითხავი     წიგნი)

გაკვეთილის მიზნები









     
  1.  საინფორმაციო  ტექსტის   გაგება  -გააზრება ;
  2. ლექსიკური მარაგის   გამდიდრება ;
  3.საინფორმაციო ტექსტის წაკითხვისა და გააზრების სტრატეგიების (შეკითხვებზე პასუხის გაცემა , მსგავსება -განსხვავების გარკვევა , ვიზუალიზირება , ლექსიკურ ერთეულებთან მუშობა და სხვ.)





 ეროვნული სასწავლო  გეგმით    განსაზღვრული    მისაღწევი   შედეგები /ინდიკატორები
















მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
·         სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
მიმართულება: კითხვა
ქართ. V. 7.  მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი  სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
·         განასხვავებს საგანთა/მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
·         ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.


   
გაკვეთილის მნიშვნელობა
    და  აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ კუთხით , რომ მოსწავლეები გაეცნობიან სახლის ტიპებსა და მათ დანიშნულებას სხვადასხვა კულტურაში .

                 უნარები
1.    კითხვის სტრატეგიები
2.    კავშირების დამყარება საკუთარ გამოცდილებასთან
3.    ინფორმაციის მოძიება- დახარისხება  
4.    მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვება   
5.    თანამშრომლობა მეწყვილესთან
6.      მიზეზ - შედეგობრივი კავშირების დამყარება
7.     ინფორმაციაზე  დაყრდნობით  დასკვნების   გამოტანა.
 

           


         

        წინ ცოდნა






















         გაკვეთილის  A ფაზა
 ( შემზადება ტექსტთან სამუშოდ) 
   ( 8 წთ)

 საორგანიზაციო საკითხები , შეფასების  რუბრიკების  გაცნობა
1.აქტივობა: მსჯელობა  გაკვეთილისთვის  შერჩეული წიგნის ყდაზე   და  მისი  სათაურთან  დაკავშირება ,ვარაუდების გამოთქმა, წინარე ცოდნის გააქტიურება  , მოლოდინები,  ლექსიკური  ერთეულების  გაცნობა
მოსწავლეები პირველ ფაზაზე შეემზადებიან ტექსტთან სამუშაოდ.  ისინი  იმსჯელებენ  გაკვეთილისთვის შერჩეული ტექსტის ყდაზე  გამოსახულ  ფოტოსურათზე    და დააკავშირებენ მას შესასწავლი ტექსტის სათაურთან , რაც ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებასა და  ტექსტით  დაინტერესებას.  ისაუბრებენ  შესასწავლი ტექსტის ტიპზე .განასხვავებენ მას მხატვრული ნაწარმოებისგან   , გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას ,გამოთქვამენ  ვარაუდებს, ჩამოაყალიბებენ მოლოდინებს , იმუშავებენ იმ უცნობ  ლექსიკურ ერთეულებზე, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ .
 2.აქტივობა : კითხვები  ტექსტის   წაკითხვამდე  
1.რას  მეუბნება ტექსტის  სათაური ?
2.როგორი ტიპის ნაწარმოებია ეს ტექსტი? ( მხატვრული , საინფორმაციო  და  როგორ მივხვდი? )
3. რა მიზნით ვაპირებ ამ ტექსტის წაკითხვას ?
4. რა  მოლოდინი მაქვს ? რა ინფორმაციას მივიღებ ამ ტექსტიდან ?
5. რა ინფორმაცია მაქვს უკვე ამ თემაზე?
6.როგორი საცხოვრებელი სახლები გინახავთ?
 7 . თქვენი აზრით, ყველა ქვეყანაში ერთნაირ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ ადამიანები?
8.ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომელიმე  ქვეყნის უჩვეულო სახლების შესახებ?







გაკვეთილის მსვლელობა:    მასწავლებლისა და  მოსწავლის  აქტივობები












    გაკვეთილის    B ფაზა 
       ( ტექსტთან  მუშაობა )   გაკვეთილის  მიზნის   გაცნობა    
 1.აქტივობა : ვრცელი ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა,
კომენტირებული  კითხვის  მეთოდი .  (25 წთ)
 ამ მეთოდით   შესაძლებელია  ვრცელი  ტექსტის  მონაკვეთებად   დაყოფა, მნიშვნელოვან  ლექსიკურ ერთეულებზე(სიტყვები , ფრაზები, ტერმინები) დაკვირვება . მასწავლებლის  მიერ  დასმული კითხვების  საშუალებით   გაკონტროლდება  დასამუშავებელი  ტექსტის  დეტალების  გაგების  პროცესი. მოსწავლეები  შეეცდებიან გაარკვიონ რა ვერ გაიგეს , შესაძლებელია გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრაც .
2. აქტივობა : შეკითხვები კითხვის დროს:
   
   1.. რამ დამაინტერესა ?
   2.  რა ახალი ფაქტები აღმოვაჩინე?
   3.  რა ვარაუდები მიჩნდება ?
3.აქტივობა: ტექსტის  წაკითხვის  შემდეგ  G- PriEd -ის რესურსის-  პლაკატის  „კითხვის დროს  დაუკავშირე  წიგნში  მოცემული ინფორმაცია შენს გამოცდილებას , ამავე ტექსტის სხვა ნაწილებს ,ადრე წაკითხულ ტექსტებს ან გარე სამყაროს“ “  გამოყენება.    

  G- PriEd -ის  წიგნიდან გამოყენებული მეთოდები  
  4. მეთოდი „ დაფიქრდი, დაწყვილდი , გაუზიარე“   ( მოსწავლეები ჯერ   ინდივიდუალურად დაფიქრდებიან ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციაზე  ,შემდეგ დაწყვილდებიან და გაუზიარებენ მეწყვილეს თავიანთ ნააზრევს. .დაურიგდებათ სქემა , რომელშიც  დაწყვილებული მოსწავლეები  ერთობლივად  გამოკვეთენ ტექსტში არსებულ მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს , ამოკრეფენ საჭირო ინფორმაციას და შეემზადებიან პრეზენტაციისთვის .
     5. აქტივობა- სქემის  შევსება   ( სქემა - მიზეზი  და  შედეგი )
 „ მიზეზი და შედეგი’’,    გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები ტექსტის სიღრმისეული გააზრების შემდეგ მიუბრუნდებიან  სქემის შესავსებად საჭირო   საკითხებს , ამოიწერენ მნიშვნელოვან ფაქტებს,     მოვლენებს ,  გაიაზრებენ კონკრეტული ფაქტის გამომწვევ მიზეზებს ,იმსჯელებენ  შედეგებზე .  სქემა მოსწავლეებს დაეხმარება ინფორმაციის  მოძიებისა და დახარისხების , მიზეზ -შედეგობრივი კავშირების  დამყარების უნარების  განვითარებაში .
  6.აქტივობა: პრეზენტაცია 
წყვილები    წარმოადგენენ   შევსებულ სქემას . დაწყვილებული მოსწავლეებიდან  ერთ-ერთი  წაიკითხავს  მასში  შეტანილ საკითხებს,   თუმცა  მის მეწყვილეს შეუძლია  პრეზენტაციის დროს  ხმამაღლა გამოთქვას თავისი აზრები და დაეხმაროს  პრეზენტაციის  უკეთ წარმოდგენაში.
7 .აქტივობა . კითხვები სსსმ მოსწავლისთვის .
კითხულობს  ტექსტის შედარებით მარტივ მონაკვეთს და პასუხობს ორ შეკითხვას .  
1.  წაკითხული ტექსტიდან რომელი სახლი მოგეწონა და რატომ?
     2.ტექსტში არსებული სურათის მიხედვით აღწერე სახლი , რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა .








მიღებული ინფორმაციის        განმტკიცება


                 
         გაკვეთილის  C  ფაზა 
 (მიღებული ინფორმაციის     განმტკიცება )
G- PriEd -ის  წიგნიდან გამოყენებული მეთოდები  (12 წთ)
 1. აქტივობა : გაკვეთილის  მესამე   ფაზაზე  მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს :    
1.რამდენად გამართლდა წაკითხვამდე და კითხვის დროს ჩამოყალიბებული ვარაუდები ?
2.რა მიზეზ - შედეგობრივი კავშირები დამანახა ტექსტმა?
3.რა დასკვნების გამოტანა შემიძლია ტექსტიდან? 
4. ვურჩევდი  სხვებს  ამ  ტექსტის  წაკითხვას? რატომ? 

2.აქტივობა : შეჯამება   (მეთოდი 3-2-1) 
ტექსტის   სიღრმისეული  გააზრების  შემდეგ მოსწავლეები გამოყოფენ :
3.სამ  მნიშვნელოვან  ფაქტს
2. ორ საინტერესო ფაქტს
1. გამოიტანენ  მნიშვნელოვან  დასკვნას  საინფორმაციო ტექსტის შესახებ.
დავალება :
3.აქტივობა : (  რეფლექსია )



  შეფასება 

შეფასება მოხდება კომპონენტის - გაკვეთილზე ჩართულობის   მიხედვით .
 შეფასების  ტიპი  - გნმსაზღვრელი განმავითარებელი  (2წთ )


კლასის ორგანიზების      ფორმები 

მუშაობა მთელ კლასთან , წყვილებთან , ინდივიდუალურად

რესურსები 


საკლასო სივრცე , დაფა,ცარცი, საშინაო დავალების რვეულები,ბარათები, კოგნიტური სქემები, კალმები ,  G- PriEd -ის რესურსი-  პლაკატი  „„კითხვის დროს  დაუკავშირე  წიგნში  მოცემული ინფორმაცია შენს გამოცდილებას , ამავე ტექსტის სხვა ნაწილებს ,ადრე წაკითხულ ტექსტებს ან  გარე სამყაროს“. პლაკატი  ახალი ლექსიკური ერთეულებით , პლაკატი სამფაზიანი გაკვეთილისთვის საჭირო კითხვებით .
G- PriEd-ის საკითხავი   წიგნი , სახელწოდებით „სახლები   “ .




                                                                                                                                                            

                                                      შეფასების  კრიტერიუმები 
     











ქულები
      მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, ჯგუფურ / წყვილებში მუშაობის პროცესში , შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს მას, გამოხატავს გაკვეთილის   პროცესის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას, არ  მონაწილეობს  ტექსტის  გაგება- გააზრებასთან  დაკავშირებულ სტრატეგიებში.
      1–2
მოსწავლე  დამოუკიდებლად არ  ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში, ჯგუფურ / წყვილებში მუშაობის პროცესში , იშვიათად  იჩენს ინიციატივას , მასწავლებლის გარეშე არ ცდილობს აქტიურობას ან საკუთარი აზრის გამოხატვას, ნაკლებად ან  თითქმის არ  მონაწილეობს გაგება -გაზრებასთან დაკავშირებულ სტრატეგიებში .
       3–4
მოსწავლე  დამოუკიდებლად   ერთვება  გაკვეთილის მსვლელობაში, ჯგუფურ / წყვილებში მუშაობის პროცესში უჭირს თანამშრომლობა და  დროის ლიმიტის დაცვა . ცდილობს   საკუთარი  აზრის  გამოხატვას , მაგრამ  ნაკლებად მისაღებია მისი მიდგომები საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით. უჭირს  ტექსტის გაგება - გააზრება , ვერ ახერხებს ავტორის მთავრი სათქმელის ამოცნობას. 
      5–6
მოსწავლე აქტიურად  მონაწილეობს  გაკვეთილის  მსვლელობაში, პატივს სცემს  სხვების აზრს , თანამშრომლობს მეწყვილესთან/თანაკლასელებთან   , დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა  და  ჯგუფურ/ წყვილებში  მუშაობაში , იცავს დროის ლიმიტს, თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას. შეუძლია ტექსტის გაგება -გააზრება, მსჯელობს არგუმენტირებულად, მაგრამ  უჭირს   ავტორის მთავარი სათქმელის ამოცნობა. 
      7–8
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში,პატივს სცემს სხვების აზრს,  დამოუკიდელად ერთვება საკლასო   მუშაობაში, დისკუსიასა  თუ პრობლემის გადაჭრაში,  კარგად  აქვს  გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა კლასის/მეწყვილესთან ან  ჯგუფის მიერ რაიმე სახის დავალების შესრულებაში.იცავს დროის ლიმიტს ,  შეუძლია ადეკვატურად გაიგოს და გაიაზროს ტექსტი, მსჯელობს არგუმენტირებულად , შეუძლია ამოიცნოს ავტორის მთავარი სათქმელი.
      9 –10
                                  
                             

                    
                 
                                                     
                      წყვილების   პრეზენტაციის  შეფასების  სქემა
ფაქტობრივი  ინფორმაციის  იდენტიფიცირება
2
მიზეზ- შედეგობრივი კავშირების  გამოვლენა 
3
აზრის  არგუმენტირებულად  ჩამოყალიბების უნარი
2
დროის  ლიმიტის დაცვა
3

                   





             













































No comments:

Post a Comment