ქ.თბილსის 186–ე საჯარო სკოლა
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია , ის წლების განმავლობაში იზრდება, იხვეწება , ვითარდება და იძენს გამოცდილებას. სკოლის ავკარგიანობას წლები გამოცდის და მისი აღზრდილი თაობები გამოაჩენს.
ჩემი სკოლა 25 წლის წინ დაარსდა . მას შემდეგ ვითარდება და უფრო და უფრო წარმატებული ხდება .ამჟამად სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო და ინფრასტრუქტურა – აღჭურვილი შესაფერისი ავეჯით, ინვენტარით , კაბინეტ– ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კაბინეტით, სააქტო და სპორტული დარბაზით.
სასწავლო პროცესის განხორციელებას უძღვება ნიჭიერი, შემოქმედებითი, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით შეიარაღებული , მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი. სკოლის თანამშრომელთა უმრავლესობა სერთიფიცირებულია .სკოლას მართავს ძლიერი და მოტივირებული დირექტორი , რომელიც ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას , მოსწავლეთა მოღწევების ამაღლების მიზნით.
სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო, რომლის ცენტრშიც დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი . სკოლის ორიენტირი არის არა ცოდნის ოდენობა , არამედ ხარისხი.საგანმანათლებლო პროცესებს აღრმავებს მოსწავლეთა ჩართულობა ეროვნულ ოლიმპიადებში, პროექტებსა და ღონისძიებებში .
|
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კაბინეტი
|
|
სივრცე კლასების წინ |
|
სკოლის მესამე სართული |
|
სკოლის მესამე სართული |
|
მესამე სართული |
|
დაწყებითი საფეხურის კლასები |
|
განცხადებების დაფა |
|
სკოლის შემოსასვლელი |
|
სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანთა ვარსკვლავები |
|
სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა |
|
სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა ვარსკვლავები |
|
ღონისძიებების დაფა |
|
სკოლის ევაკუაციის გეგმა |
|
კომპიუტერული კაბინეტი |
186–ე სკოლაში განხორციელდა ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ შემოთავაზებული პროექტი სახელწოდებით "ვისაუბროთ წიგნებზე " , რომელშიც ჩართული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და სკოლის 50 მოსწავლე . პროექტის ფარგლებში , მოსწავლეებთან ერთად მუშაობდა სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც ეხმარებოდა მათ წიგნების კითხვასა და დისკუსიების მოწყობაში. 7 ნოემბერს , სკოლას ეწვია მწერალი დათო ტურაშვილი . მოსწავლეებსა და მწერალს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია წიგნის კითხვის გარშემო .
No comments:
Post a Comment