Pages

კოლეგებთან თანამშრომლობა

     
        
      მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაცია

     2014 წლის 2 მაისს ხელოვნების პედაგოგ, ნათია ჭუმბურიძესთან ერთად   ჩავატარე პრეზენტაცია, მასწავლებლის  პორტფოლიოსთან  დაკავშირებით , რომელსაც ესწრებოდნენ სკოლი პედაგოგები , დირექცია და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების  შვიდკაციანი ჯგუფის კოორდინატორი, მეგი შავკაციშვილი . ქალბატონი ნათია პრეზენტაციის პირველ ნაწილში  განიხილავდა პორტფოლიოს შექმნის სხვადსხვა ვარიანტს და შიგ  შესატან მასალებს , ხოლო მეორე ნაწილში წარვადგინე  პირადი პორტფოლიო , რომლის  შექმნის  სურვილი  და შესაძლებლობა  მომეცა ინტელის ტრენინგის  გავლის  შემდეგ.     
      მასწავლებლის პორტფოლიო არის  პროფესიული განვითარებისა და შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი , ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული , რომელიც გვიჩვენებს პიროვნების წინსვლას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მისი საშუალებით მარტივადაა   შესაძლებელი  პედაგოგის  მიერ  გაწეული შრომის  წარდგენა დაინტერესებული საზოგადოებისთვის .მასწავლებლის პორტფოლიო უნდა შეიცავდეს იმ მასალას , რომელიც წარმოაჩენს მის საქმიანობას. ამ დოკუმენტის წარმოება , ანალიზი და შეფასება დაეხმარება მასწავლებელს პროფესიული კომპეტენციის განვითარებაში, უკეთ   წარმოაჩენს : მასწავლებლის  სწავლების  მეთოდების  ეფექტურობას , მასწავლებლის მზარდ განვითარებას , ცოდნას , დამოკიდებულებას, ქცევებს , ადეკვატურობას ჩვეულებრივ  სასწავლო გარემოში.   პორტფოლიო პედაგოგოიური რეფლექსიის ინსტრუმენტია . მასწავლებელს შეუძლია გააანალიზოს საკუთარი მიღწევები პროფესიული ზრდის გზაზე.
     მასწავლებლის პორტფოლიოში უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი მასალა:
 1)  მასწავლებლის  მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (ე.წ. cv)
        .  მასწავლებლის პირადი მონაცემები
        .  განათლება და პროფესიული ტრენინგები
         . კონფერენციები და სემინარები
         . ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები
         .პუბლიკაციები
          .სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობა
          .საკუთარი საქმიანობის ანგარიში
         . სხვა აქტივობები
2) ყველა კლასისთვის წლიური  სასწავლო კურსის პროგრამა / სილაბუსი
 3) თემატური ერთეულის, სამოდელო გაკვეთილის , საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების , ჩატარებული კვლევების ამსახველი მასალა , კერძოდ:
       . თემატური ერთეულის , გაკვეთილის , საგანმანათლებლო პროექტის ან      ღონისძიების    გეგმა   და ჩატარების ანგარიში
       .  გამოყენებული  ან  შექმნილი სასწავლო რესურსი ( ტესტი, პოსტერი , ფილმი ,    ვიდეო რგოლი და სხვ, ) მისი  მოკლე  აღწერა  და    შერჩევის მოტივი.
       .გამოყენებული მეთოდის / სტრატეგიის მოკლე აღწერა , ანგარიში მისი  ეფექტურობის შესახებ .
      . გაკვეთილის  (თემატური ერთეულის, პროექტის , ღონისძიების) მიმდინარეობის,  კათედრის სხდომაზე , სემინარსა თუ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციის ამსახველი მასალა .
     .მასწავლებლის მიერ ჟურნალ– გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ქსერო– ასლები
     . კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები      
     . პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალა

      . მასწავლებლიოს მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგის , სემინარის , მრგვალი მაგიდის ამსახველი მასალა
      . ეროვნულ და სასწავლო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებული პრიზიორი მოსწავლეების სიგელების ასლები
      . მოსწავლეების , მშობლების , კოლეგების გამოხმაურება
      . მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალა  და ანალიზი
        (გეგმა, ტესტირების, გამოცდის , კითხვარის ნიმუშები , შედეგების ანალიზი)და სხვ.
        მენტორის სამუშაო გეგმა , ანგარიში (დამრიგებლის , კათედრის ხელმძღვანლის.. )













ინტელის ტრენინგის " პროექტებით სწავლება " გავლის შემდეგ  ჩემი კათედრის წევრებს გავუზიარე  სიახლეები, პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ , პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის მოდელია . ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და სხვადასხვა უნარ– ჩვევა დავალებების სიღრმისეულად შესრულებისას. პროექტი მოსწავლისგან მოითხოვს კვლევას და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი პროდუქტითა და აქტივობით.  პროექტების კეთება მოსწავლეებს უვითარებს   მაღალი დონის სააზროვნო  უნარებს და ზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

ჩემ  მიერ  შექმნილი პრეზენტაცია " პროექტებით სწავლება " 




















 2015 წელს ფილოლოგების კათედრამ ,გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით ,  შეიმუშავა ურთიერთდასწრების გეგმა . ფილოლოგებმა  წარმატებით განახორციელეს  გეგმით დადგენილი მიზნები , შეიმუშავეს სამოდელო  გაკვეთილის  გეგმები , ყოველი გაკვეთილის  შემდეგ იმსჯელეს საგაკვეთილო პროცესის  დადებითსა და უარყოფით მხარეებზე .   
















2 comments: