Pages

განხორციელებული კომპლექსური დავალებები


კომპლექსური დავალების ბარათი 

 
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხი - პატარა აკაკის ძიძისადმი მიწერილი წარმოსახვითი წერილის შედგენა (აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).
 სამიზნე ცნება: ტექსტი - წერილი შედეგი: II. 2; II. 3; II. 5; II. II 6; 7; II. 8; II. 9; II. 10; II.12. დავალების პირობა: მოირგეთ პატარა აკაკი წერეთლის როლი და ძიძას მისწერეთ წერილი, რომელშიც გამოხატავთ მადლიერებას და მოუყვებით სასახლეში ცხოვრების შესახებ. წერისას დაიცავით წერილის სტრუქტურა, გამოიყენეთ სასვენი ნიშნები. შემდეგ მკითხველის თვალით წაიკითხეთ პირველადი ვარიანტი, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.
 ნაშრომში   წარმოაჩინეთ :
სავანეში გატარებული წლებიდან რამ/ვინ იქონია მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ( ვინ/რა ენატრება, რის გამო გამოხატავს მადლიერებას); 
• გამოკვეთეთ პატარა აკაკის განცდები და ემოციები ახალ გარემოში (სასახლეში) მოხვედრის გამო;
 • გამოკვეთეთ წერილის მიზანი, შეარჩიეთ სათანადო სიტყვები და გამოთქმები ადრესატის გათვალისწინებით. ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:
 • რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი წერილია? (წერილი 1,2,3, 4) 
• რატომ ფიქრობთ, რომ პატარა აკაკი ამგვარ წერილს მისწერდა ძიძას - რა მინიშნებებს ეყრდნობით ( მოთხ. 1; ტ. 1, 2); 
 • რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას? (ტ. 3). რესურსები: აკაკი წერეთელი - ,ჩემი თავგადასავალი“

მატრიცა ( 2021- 2022  სასწავლო წელი )  
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - პატარა აკაკის ძიძისადმი მიწერილი წარმოსახვითი წერილის შედგენა (აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

სამიზნე ცნება: ტექსტი - წერილი

შედეგი: II. 2; II. 3; II. 5; II. II 6; 7; II. 8; II. 9; II. 10; II.12.

 

დავალების პირობა

მოირგეთ პატარა აკაკი წერეთლის როლი  და ძიძას მისწერეთ წერილი, რომელშიც გამოხატავთ მადლიერებას და მოუყვებით სასახლეში ცხოვრების შესახებ.

წერისას დაიცავით წერილის სტრუქტურა,

გამოიყენეთ სასვენი ნიშნები.

შემდეგ მკითხველის თვალით წაიკითხეთ პირველადი ვარიანტი, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.

ნაშრომში:

·      წარმოაჩინეთ სავანეში გატარებული წლებიდან რამ/ვინ იქონია მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ( ვინ/რა ენატრება, რის გამო გამოხატავს მადლიერებას);

·      გამოკვეთეთ პატარა აკაკის განცდები და ემოციები ახალ გარემოში (სასახლეში) მოხვედრის გამო;

·      გამოკვეთეთ წერილის მიზანი, შეარჩიეთ სათანადო სიტყვები და გამოთქმები ადრესატის გათვალისწინებით.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

       რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი წერილია? (წერილი 1,2,3, 4)

       რატომ ფიქრობთ, რომ პატარა აკაკი ამგვარ წერილს  მისწერდა ძიძას  - რა მინიშნებებს ეყრდნობით  ( მოთხ. 1; ტ. 1, 2);

       რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას?  (ტ. 3).


რესურსები:

აკაკი წერეთელი - ,ჩემი თავგადასავალი“

 

 

 

 

ძირითადი რესურსი: აკაკი წერეთელი - ,ჩემი თავგადასავალი“

თემა:           მშობლიური გარემო                                                                                                                              საათების სავარაუდო რაოდენობა     -

 

 

მაკროცნება/ მაკროცნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

დავალება

ცნება, ქვეცნება

 

საკითხი

საკვანძო შეკითხვა

 

1.        ერთი პერსონაჟის წერილი მეორის მიმართ

 ტექსტი - წერილი

პერსონაჟი,  ადრესანტი/ადრესატი; წერის სტრატეგიები.

 

 

პატარა აკაკის ძიძისადმი მიწერილი წარმოსახვითი წერილის შედგენა (აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

როგორ დავწერო პატარა აკაკის წარმოსახვითი წერილი ძიძის მიმართ აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის საფუძველზე?

როგორ გამოვიყენო მოთხრობის პერსონაჟების თავისებურებათა ცოდნა წერილის შედგენისას?

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი

პატარა აკაკის ძიძისადმი მიწერილი წარმოსახვითი წერილის შედგენა (აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიულ მოთხრობის „ჩემი თავგადასავალი“ მიხედვით).

ვეცნებები: პერსონაჟი,  ადრესანტი/ადრესატი; წერის სტრატეგიები.

 

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

 

როგორ დავწერო პატარა აკაკის წარმოსახვითი წერილი ძიძის მიმართ აკ. წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობის საფუძველზე?

როგორ გამოვიყენო მოთხრობის პერსონაჟების თავისებურებათა ცოდნა წერილის შედგენისას?

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

 

 

(1) ტექსტი - წერილი

(შედეგები:  II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10

 

(1) ტექსტი- წერილი

(შედეგები: II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10)

 

  1. ყველა ტექსტი მოგვითხრობს რაიმეს შესახებ, ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
  4. ტექსტი  შეიძლება იყოს: წერილი.

 

 

                        

წერილი

1. შინაარსი

Ø  დაწერილია რაიმე მიზნით;

Ø  დაწერილია  კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელსაც ავტორი უზიარებს თავის სათქმელს (მაგ., საკუთარ ფიქრებს, დამოკიდებულებებს,  განცდებს, აძლევს რჩევას, აწვდის  რაიმე ინფორმაციას).

2. აგებულება

წერილი შედგება სამი ნაწილისგან: ა) მიმართვა/მისალმება, ბ) ძირითადი ნაწილი, გ) დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა.

3. ენა

Ø  იმის შესაბამისად, თუ ვის მიმართ არის დაწერილი, შეიძლება გამოყენებული იყოს  ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება, ან: თავაზიანი მეტყველება.

Ø  გამოიყენება სიტყვები, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე, დააინტერესებს მას;

Ø  გამოიყენება  სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს.  

 

4. ფორმატი

შეიძლება იყოს ქაღალდზე ნაწერი ან ელექტრონული.

 

2) გრამატიკული კანონზომიერებები

შედეგები: II. 3; II. 5, II. 11

 

 

 

 

1.      სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად  გრამატიკული კანონზომიერების შესაბამისად;

2.      გრამატიკული კანონზომიერებების აღმოჩენა მნიშვნელოვანია ენობრივი ცოდნის გამდიდრებისთვის, აზრის გამოხატვისთვის, წარმატებული ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერისთვის.

3.       გრამატიკული კანონზომიერებების აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

 

 

(3)  ფუნქციურისამეტყველოქმედება

შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15

 

1.                     სამეტყველო ქმედების სხვადასხვა ტიპს (თხრობას, აღწერას, შედარებას, დასაბუთებას) თავისებურისტრუქტურა-აგებულებააქვს;

2.                     მეტყველებისას გამოყენებული ენობრივი საშუალებები შეესაბამება სამეტყველო ამოცანას;

3.სამეტყველო ქმედება შესაძლებელია იყოს ზეპირი ან წერილობითი სახის. წერილობით ტექსტში საჭიროა აბზაცების დაცვა, წინადადებათა შინაარსის შესაბამისი  სასვენი ნიშნების გამოყენება.

4.                     სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების გაცნობა

·        რამდენად და რატომაა მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობის წლები?

·        რას ნიშნავს მშობლიური გარემო ადამიანისათვის? რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვისთვის მშობლიურ გარემოში ყოფნა?

·        ვის უკავშირდება ადამიანის ბავშვობისდროინდელი მოგონებები ყველაზე მეტად?

·        რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

·        რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების განხორციელება

 

ნაბიჯი 1.

• რატომ ფიქრობთ, რომ პატარა აკაკი ამგვარ წერილს  მისწერდა ძიძას  - რა მინიშნებებს ეყრდნობით  ( მოთხ. 1; ტ. 1, 2);

 

რესურსები/აქტივობები

რესურსი 1. აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“;

რესურსი 2. შედარების მატრიცა.

შედარების მატრიცა

მახასიათებლები

შესადარებელი ობიექტები

 

# 1

სავანე

# 2

სხვიტორი

გარემო

 

 

მსგავსებები

 

განსხვავებები

ცხოვრების წესი

 

 

მსგავსებები

განსხვავებები

ურთიერთობები

 

 

მსგავსებები

განსხვავებები

 

რესურსი 3. პერსონაჟის რუკა.

პერსონაჟი:

როგორია?

რას აკეთებს?

 

 

რას ფიქრობს?

 

 

რას ამბობს?

 

 

 

აქტივობა 1. ტექსტის გაცნობა, გაგება-გააზრება, ლექსიკაზე მუშაობა;

აქტივობა 2. მოთხრობის საფუძველზე ,,შედარების მატრიცის“   შევსება;

აქტივობა 3. პერსონაჟებზე დაკვირვება („3 რა“);

აქტივობა 4. დაკვირვება ტექსტზე კონკრეტული მიზნით ე.წ. ,,გრძნობათა ყულაბის“ გამოყენებით (იხ. დანართი, N 1).

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

·        როგორ ამოიცნობთ უცნობი სიტყვების მნიშვნელობას? საიდან მიხვდით, რას ნიშნავს ეს სიტყვა? სხვანაირად როგორ იტყოდით იმავეს? (აქტ.1)

·        სახელმძღვანელოში წარმოდგენილი შეკითხვები (გვ. //////).

·        რომელ ეპიზოდშია გარემო  აღწერილი ყველაზე სრულად/თვალსაჩინოდ? თქვენი აზრით, რითია ეს განპირობებული? (აქტ.2.)

·        რომელი გარემო/ცხოვრების წესი უფრო მოსწონს აკაკის -  სავანის თუ სხვიტორის? რატომ ფიქრობთ ასე?

·        რა სიტყვებს/შესიტყვებებს იყენებს მწერალი გარემოს აღსაწერად, ნიშან-თვისების, ადგილმდებარეობის, მსგავსება-განსხვავების გამოსაკვეთად?

·        პერსონაჟის რომელი ფრაზა, ქმედება მიანიშნებს მის მახასიათებელზე? (აქტ.3.)

·        რამდენად დაგეხმარათ მინიშნებებზე დაკვირვება  პერსონაჟის სიღრმისეულად გააზრებაში, მის ახალი კუთხით წარმოჩენასა და შეფასებაში?

·        რით ჰგავს და რით განსხვავდება პერსონაჟის თქვენეული შეფასება თქვენი თანაკლასელების შეფასებებისგან? შეცვალეთ თუ არა რაიმე დისკუსიის შემდეგ თქვენს ნამუშევარში? რატომ?

·        რით განსხვავდება ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის  ძიძის ოჯახსა და სასახლეში ? აკაკის რა ემოციები იკვეთება ამ ურთიერთობების აღწერისას? (აქტ. 4)

·        რომელ სიტყვებს იყენებს ავტორი დადებითი და უარყოფითი ემოციების გადმოსაცემად  (აღშფოთება, აღფრთოვანება, სიბრალული,  თანაგრძნობა, შიში, მხიარულება, მოწყენილობა, პატივისცემა, დაცულობა, დაუცველობა)?

·        რამდენად და როგორ (/რომელ სიტყვებში) იკვეთება აკაკის პირადი დამოკიდებულება აღსაწერი გარემოს, სხვა პერსონაჟების, მომხდარი მოვლენების მიმართ? პასუხი დაასაბუთეთ ტექსტზე დაყრდნობით.

 

 

 

 

 

ნაბიჯი 2.

•  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი წერილია (წერილი 1,2,3,4)

 

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1. წერილების ნიმუშები;

რესურსი 2. აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი“;

რესურსი 3. „წერილის ჩარჩო“.

 

მისალმება / მიმართვა

გამარჯობა -------------!

გამარჯობა, ჩემო საყვარელო ------------------!

მოკითხვა/პირადი ინფორმაცია

 

როგორ ხარ/ბრძანდებით?

მეც არა მიშავს; მეც კარგად ვარ და სხვა.

ძირითადი ინფორმაცია (ინფორმაცია, რომლის გასაზიარებლადაც  იწერება წერილი)

ინფორმირება, ემოცია (სად არის, რას აკეთებს. რას გრძნობს...)

მადლიერების გამოხატვა (რას გაიხსენებდით, რისთვის გადაუხდიდით მადლობას): რომ იცოდეთ, როგორი მადლიერი ვარ...; ვერც კი წარმოიდგენთ...; გულწრფელად გიხდით მადლობას

დამშვიდობება

გემშვიდობები, სიყვარულით/პატივისცემით  -------------.

გკოცნი/გეფერები ----------------.

ადრესატის ხელმოწერა და თარიღი

 

 

აქტივობა 1. წერილის სტრუქტურის გააზრება;

აქტივობა 2.  ინფორმაციის კატეგორიზება: მთავარი და არამთავარი ინფორმაციის დახარისხება  მეთოდ „რეიტინგის“ გამოყენებით (იხ. დანართი, N 2);

აქტივობა 3.  დასაწერი წერილის „ჩარჩოს“  შევსება.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

·        რატომ/რა მიზნით წერენ ადამიანები წერილებს? (აქტ.1)

·        რა მიზნითაა დაწერილი ეს წერილი? საიდან ჩანს?

·        რომელ პირშია დაწერილი და, დაკვირვებიდან გამომდინარე, რა ძირითადი ელემენტებისაგან შედგება წერილი?

§  როგორ გამოიყენებთ დახარისხებულ ინფორმაციას თქვენს წარმოსახვით წერილში? (აქტ. 2)

·        მიზნის (მადლიერების გამოხატვა, ემოციების გაზიარება) გათვალისწინებით, რომელ ეპიზოდს ან ეპიზოდებს შეარჩევთ წარმოსახვით  წერილში გასახსენებლად და რატომ? (აქტ. 3)

·        როგორ წარმოაჩენთ  წარმოსახვით წერილში პერსონაჟებს შორის ურთიერთობას ( აკაკისა და მის ძიძას ან  აკაკისა და სასახლის მცხოვრებლებს შორის)?

§  რომელ დეტალებს/მინიშნებებს გამოიყენებთ პერსონაჟის (პატარა აკაკი წერეთლის  ) ემოციებისა და დამოკიდებულებების წარმოსაჩენად?

·        რამდენად დაგეხმარებათ ემოციების ღიად/გულწრფელად  წარმოჩენა მიზნის მიღწევაში?

§  როგორ, რის გათვალისწინებით შეარჩევთ წერილში სიტყვებს? 

·        როგორ/რის გათვალისწინებით შეარჩევთ დასაწერი წერილის ფორმატს?

§  როგორ გამოიყენებთ „ჩარჩოში“ წარმოდგენილ ინფორმაციას წერილის დასაწერად? 

 

ნაბიჯი 3.

                   რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას  (ტ. 3).

რესურსები/აქტივობები:

 

აქტივობა 1. პირველადი ვერსიების შედგენა;

აქტივობა 2. პირველადი ვერსიების გადამუშავება და  საბოლოო ვერსიების შექმნა;

აქტივობა 3. ნამუშევართა საბოლოო ვერსიების პრეზენტაცია.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

·      როგორ/რა ხერხების გამოყენებით შევქმნა წერილი?

·      როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო წერილის თავდაპირველი ვარიანტი?

·      როგორ შევქმნა წერილის საბოლოო ვერსია?

 

 

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

·        რატომ თვლით, რომ ეს ტექსტი  წერილია?

·        როგორ ააგეთ ტექსტი? რა ენობრივი საშუალებები გამოიყენეთ?

·        რით უკავშირდება წერილის სათქმელი თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას?

·        რამდენად დაგეხმარათ მინიშნებებზე დაკვირვება  მოთხრობის სიღრმისეულად გააზრებაში, ახალი იდეების შემუშავებაში, ტექსტის ახალი კუთხით წარმოჩენაში?

·        რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას?

·        აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

·        აღწერეთ, რა პროდუქტი შექმენი;

·        რა დაბრკოლებებს წაააწყდით დავალებაზე მუშაობის პროცესში?

·        თქვენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება თქვენი დავალება თანაკლასელების ნაშრომებისგან? რას გააკეთებდით სხვაგვარად,  ახლა რომ იწყებდეთ დავალებაზე მუშაობას?

·        მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებიათ?



გამოყენებული მეთოდები 

N 1. „გრძნობათა ყულაბა“: დაკვირვება ტექსტზე კონკრეტული მიზნით.

მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს დადებითი და უარყოფითი ემოციების გამომწვევი გრძნობების აღმნიშვნელ ლექსიკურ ერთეულებს (მაგალითა: აღშფოთება, აღფრთოვანება, სიბრალული,  თანაგრძნობა, შიში, მხიარულება, მოწყენილობა, პატივისცემა, დაცულობა, დაუცველობა)  და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ ამ ჩამონათვალიდან ის გრძნობა, რომელსაც გვიზიარებს ავტორი სხვადასხვა ეპიზოდში.  მოსწავლეები კითხულობენ  მითითებულ ეპიზოდებს და ასახელებენ გრძნობას/ემოციას, რომელიც იკვეთება ავტორის ნაწერში, ასაბუთებენ საკუთარ პასუხს ტექსტიდან მოყვანილი კონკრეტული მაგალითებით.

 

N 2. მეთოდი ,,რეიტინგი“: ინფორმაციის დახარისხება: მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნა

მოსწავლეებს  ეძლევათ დავალება, ამოწერონ მოთხრობიდან მნიშვნელოვანი ფრაზები და განალაგონ მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით კიბის ფორმის დიაგრამაზე.

იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ ამ დახარისხებულ ინფორმაციას წერილში, კერძოდ:

 

·        რა თვალსაზრისით/ რა მიზნით შეარჩიეს წერილში მოსაყოლი ამბავი (ინფორმაციის მიწოდება, გრძნობების / ემოციების გაზიარება, მადლიერების გამოხატვა და სხვ.) და რატომ?

·        რომელი ეპიზოდია მათთვის ყველაზე საინტერესო ან/და ემოციური და რატომ?

·        რომელ მინიშნებების გათვალისწინებით შეარჩიეს წერილის ტონი და ენობრივი საშუალებები?

  

 N 3. დასაბუთების მახასიათებლებზე დაკვირვება-   „კი“ და „არა“ მაგალითები (აქტივობის ინსტრუქცია)

ა) მასწავლებელი წინმსწრებად მოამზადებს  სხვა კლასის მოსწავლეთა დასაბუთებულ პასუხებს (ანონიმურობის დაცვით): გამოარჩევს, ერთი მხრივ, დასაბუთების გამართულ ვერსიებს  (ან თვითონ გამართავს) და მათ უწოდებს „კი-მაგალითებს“; მეორე მხრივ, გადაარჩევს დასაბუთების გაუმართავ მაგალითებს და მათ უწოდებს „არა-მაგალითებს“.

 

ბ) ანონიმურობის დაცვით, მასწავლებელი კითხულობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ „კი“ და „არა“ მაგალითებს (სხვა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრებს) და სვამს შეკითხვებს:

·        რატომაა ეს „კი“/“არა“ მაგალითი?

·        რა საერთო მახასიათებელი აქვს „კი მაგალითებს“?

·        მოცემული ტექსტი „კი-მაგალითია“ თუ „არა-მაგალითი“? რატო ფიქრობთ ასე?

მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ, რა საერთო აქვს „კი-მაგალითებს“ და ამ გზით დაადგინონ დასაბუთების არსებითი მახასიათებლები. „არა-მაგალითებზე“ დაკვირვება მათ ასევე დაეხმარება „კი- მაგალითების“ საერთო თვისებების პოვნაში; ბოლოს დაფაზე დაიწერება არსებითი მახასიათებლების საბოლოო ვარიანტი.

გ) თამაშის წესის შეცვლა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ახალ ვარიანტებს, მაგრამ არ აზუსტებს, „კი-მაგალითია“ შეთავაზებული ნიმუში, თუ „არა-მაგალითი“.  ახალი ცოდნით აღჭურვილი მოსწავლეები თავად დაასკვნიან, შეთავაზებული ანონიმური  ვარიანტებიდან რომელი წარმოადგენს „კი-მაგალითს“, რომელი - „არა-მაგალითს“. პასუხებს ასაბუთებენ.

 






















 

 დავალება 1. ერთი პერსონაჟის წერილი მეორის მიმართ

მოირგეთ პატარა აკაკი წერეთლის როლი  და ძიძას მისწერეთ წერილი, რომელშიც გამოხატავთ მადლიერებას და მოუყვებით სასახლეში ცხოვრების შესახებ.

წერისას დაიცავით წერილის სტრუქტურა,

გამოიყენეთ სასვენი ნიშნები.

შემდეგ მკითხველის თვალით წაიკითხეთ პირველადი ვარიანტი, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შექმენით საბოლოო ვერსია.

ნაშრომში:

·      წარმოაჩინეთ სავანეში გატარებული წლებიდან რამ/ვინ იქონია მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ( ვინ/რა ენატრება, რის გამო გამოხატავს მადლიერებას);

·      გამოკვეთეთ პატარა აკაკის განცდები და ემოციები ახალ გარემოში (სასახლეში) მოხვედრის გამო;

·      გამოკვეთეთ წერილის მიზანი, შეარჩიეთ სათანადო სიტყვები და გამოთქმები ადრესატის გათვალისწინებით.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

       რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი წერილია? (წერილი 1,2,3, 4)

       რატომ ფიქრობთ, რომ პატარა აკაკი ამგვარ წერილს  მისწერდა ძიძას  - რა მინიშნებებს ეყრდნობით  ( მოთხ. 1; ტ. 1, 2);

       რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების შესრულებისას?  (ტ. 3).

 

 

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

 

























































                           კომპლექსური დავალების ბარათი 

 საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - ზღაპრის გაგრძელების დაწერა დიალოგის სახით, გ.პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრის“ მიხედვით

სამიზნე ცნება:

ტექსტი - ზღაპარი

 

გრამატიკული კანონზომიერებები

 

შედეგი: II. 2; II. 3; II. 5; II. II 6; 7; II. 8; II. 9; II. 10; II. 11

 

დავალების პირობა

დაწერეთ გ. პეტრიაშვილის  ზღაპრის გაგრძელება, რომელშიც ასახავთ ჟირაფად გადაქცეული პატარა დინოზავრისა და მისი თანამოძმის შეხვედრის ამბავს.

 

ნამუშევარში:

Ø  დიალოგის საშუალებით, გადმოეცით პერსონაჟების მშობლიური გარემოდან წამოსვლის მიზეზები და ახალ ცხოვრებასთან დაკავშირებული განცდები.

Ø  გამოიყენეთ ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებები.

Ø  გამოიყენეთ სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი წინადადებები და დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები.

Ø  გამოკვეთეთ თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული).

ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ნამდვილად ზღაპარია (ზღაპ.1, 2, 3).

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ბუნებრივად უკავშირდება გ.პეტრიაშვილის ტექსტს  ( ტ. 1. 2).

§  რომელი ენობრივი საშუალებები შეარჩიეთ და რატომ (ზღაპ.3).

§  რა მიზნით იყენებთ დიალოგს - საიდან ჩანს ეს (ზღაპ. 1)

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი გასაგები და საინტერესო  იქნება მკითხველისთვის (ზღაპ. 2, 3).

§  რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას (ტ.3).

რესურსები:

 

გ. პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“


ძირითადი რესურსი / ტექსტი:  გ. პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრი“

თემა: მე და სხვები

დამატებითი თემატიკა: ბუნების მრავალფეროვნება

კლასი: მე-5

საათების სავარაუდო რაოდენობა -                                                                                                                          

 

 

მაკროცნება/ მაკროცნებასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

დავალება

ცნება, ქვეცნება

 

საკითხი

საკვანძო შეკითხვა

 

1. ზღაპრის შექმნა

 

ტექსტი - ზღაპარი; პერსონაჟი, დიალოგი

 

გრამატიკული კანონზომიერებები - წინადადება შინაარსის მიხედვით

 

ზღაპრის გაგრძელების დაწერა დიალოგის სახით, გ.პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრის“ მიხედვით

როგორ დავწერო ზღაპრის გაგრძელება დიალოგის სახით ისე, რომ წარმოვაჩინო დინოზავრების განცდები?

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი:

ზღაპრის გაგრძელების დაწერა დიალოგის სახით, გ.პეტრიაშვილის ,,პატარა დინოზავრის“ მიხედვით

 

 

ცნებები/ქვეცნებები:

ტექსტი - ზღაპარი; პერსონაჟი, დიალოგი

 

გრამატიკული კანონზომიერებები - წინადადება შინაარსის მიხედვით

 

 

 

საკვანძო შეკითხვა:

როგორ დავწერო ზღაპრის გაგრძელება დიალოგის სახით ისე, რომ წარმოვაჩინო დინოზავრების განცდები?

 

 

 

შუალედური სასწავლო მიზანი

 

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

 

 

(1) ტექსტი - ზღაპარი

(შედეგები: II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10)

 

1.       ყველა ტექსტი მოგვითხრობს რაიმეს შესახებ, ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

2.       ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

3.       ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

4.       ტექსტი  შეიძლება იყოს ზღაპარი

 

მკვიდრი წარმოდგენები

 

1. შინაარსი

Ø  ზღაპარი გადმოგვცემს  გამოგონილ, უჩვეულო, ჯადოსნურ (/ფანტასტიკურ) ამბავს;

Ø  ზღაპარში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები; შეიძლება მონაწილეობდეს ჯადოსნური ძალის  მქონე გამოგონილი პერსონაჟი (დევი, ფასკუნჯი, ელფი, ფერია, დრაკონი, სხვ.);

Ø  ზღაპარში მოთხრობილი ამბავი შესაძლებელია ხდებოდეს გამოგონილ ადგილზე ან/და დროში;

Ø  ზღაპარში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა,  გამოყენებული იყოს დიალოგები;

Ø  ზღაპარში ხშირად მოთხრობილია, როგორ ამარცხებს კეთილი ბოროტს.

 

2. აგებულება

Ø    ზღაპარში მოთხრობილ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;

Ø    ზღაპარში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით.

 

 

  3. ენა

Ø     გამოყენებულია ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;

Ø     გამოიყენება  სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.

Ø     შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

შეიძლება იწყებოდეს ან მთავრდებოდეს სიტყვებით, რომლებიც მიგვანიშნებს ზღაპარზე („იყო და არა იყო რა“).

 

 

 

 

(2) გრამატიკული კანონზომიერებები

შედეგები: II. 3; II. 5, II. 11

1.       სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად  გრამატიკული კანონზომიერების შესაბამისად.

 

 

(3)  ფუნქციურისამეტყველოქმედება

შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15

 

1.              სამეტყველოქმედებისსხვადასხვატიპს (თხრობას, აღწერას, შედარებას, დასაბუთებას) თავისებურისტრუქტურა-აგებულებააქვს;

2.              მეტყველებისასგამოყენებულიენობრივისაშუალებებიშეესაბამებასამეტყველოამოცანას;

3.სამეტყველოქმედებაშესაძლებელიაიყოსზეპირიანწერილობითისახის. წერილობით ტექსტში საჭიროა აბზაცების დაცვა, წინადადებათა შინაარსის შესაბამისი  სასვენი ნიშნების გამოყენება.

4.                 სამეტყველოქმედებისშესასრულებლადმნიშვნელოვანიასტრატეგიებისაღმოჩენადაგამრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გრძელვადიანი მიზნები

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):

 

I ეტაპი: კომპლექსური დავალების გაცნობა

 

§  გქონიათ განცდა, რომ  უახლოეს ადამიანებსაც კი არ ესმით თქვენი, არ გისმენენ, სერიოზულად არ აღიქვამენ თქვენს ნათქვამს? რას განიცდიდით ამ დროს?

§  როგორ ფიქრობთ, რატომ უპირისპირდებიან ახლობელი ადამიანები ერთმანეთს, რატომ არ ესმით  ერთმანეთის?

§  რა ზღაპრები წაგიკითხავთ? რა ან ვინ უპირისპირდება ზღაპარში ერთმანეთს?

§  ბევრ ზღაპარში გმირი მიდის საკუთარი  სახლიდან. რა მიზეზითა თუ მიზნით ტოვებენ ზღაპრის გმირები მშობლიურ გარემოს და რას იღებენ სანაცვლოდ?           

§  როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

§  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

 

 

 

 

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი (/განხორციელება)

 

 

ნაბიჯი 1.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ნამდვილად ზღაპრია? (ზღაპ. 1,2)

 

რესურსები/აქტივობები

 

რესურსი 1. კითხვები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის

რესურსი 2. სიუჟეტის განვითარების სქემა. იხ. დანართი 1.

რესურსი 3. ცხრილი - ზღაპრის მოტივები. იხ. დანართი 2.

 

 

აქტივობა 1.  ტექსტის გაგება-გააზრება, მთავარი სათქმელის ამოცნობა;

აქტივობა 2. ზღაპრის სიუჟეტის განვითარებაზე დაკვირვება;

აქტივობა 3. ზღაპრის მოტივების გაცნობა და ტექსტთან დაკავშირება;

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  როგორია დინოზავრების ცხოვრების წესი, რა არის მათი მთავარი საზრუნავი? (აქტ.1)

§  ჩანს თუ არა ტექსტში  ისეთი რამ, რაც უჩვეულო იქნებოდა ამ გარემოსთვის?

§  როგორები არიან პატარა დინოზავრის დედა   და თანამოძმეები? თავად პატარა დინოზავრი ჰგავს თუ განსხვავდება მათგან?

§  თქვენი აზრით, რატომ აღიზიანებთ პატარა დინოზავრის ინტერესი და ცნობისმოყვარეობა? რატომ არ შეუძლიათ, გაუგონ მას?

§  როგორ იცვლება პატარა დინოზავრის გარეგნობა? რაზე მიგვანიშნებს ავტორი, კიდევ რა იცვლება მასში?

§  რატომ არ შეუძლია პატარა დინოზავრს თავის მშობლიურ გარემოში ყოფნა? რა მოხდებოდა, რომ არ წამოსულიყო, როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება?

§  რომელი ეპიზოდებია თავმოყრილი თითოეულ ნაწილში? (აქტ.2)

§  რა აერთიანებს ამ ნაწილებს, როგორ იქმნება ერთიანი ტექსტი?

§  როგორ შეიძლება გაგრძელდეს ტექსტი?

§  როგორ ვითარდება სიუჟეტი თქვენთვის ნაცნობ სხვა ზღაპრებში? რა საერთო მახასიათებლები აქვთ ზღაპრებს სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით?

§  როგორაა ასახული ეს მოტივები თქვენთვის ნაცნობ სხვა ზღაპრებში? (აქტ.3)

§  როგორ გამოიყენებთ სიუჟეტის განვითარების საფეხურებისა და ზღაპრების მოტივების ცოდნას თქვენს ნამუშევარში? 

 

 

 

 

ნაბიჯი 2.

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ბუნებრივად უკავშირდება გ.პეტრიაშვილის ტექსტს?  ( ტ. 1. 2).

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი გასაგები და შთამბეჭდავი იქნება მკითხველისთვის? (ზღაპ. 2, 3).

რომელი ენობრივი საშუალებები შეარჩიეთ და რატომ? (ზღაპ. 3)

 

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1. ცხრილი ზღაპრის ენობრივ თავისებურებებზე დასაკვირვებლად. იხ. დანართი 3.

 

აქტივობა 1. ზღაპრის ენობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება, მათი დანიშნულების გაანალიზება.

აქტივობა 2. ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებების დამოუკიდებლად შექმნა და გრაფიკულ-მაორგანიზებელი ცხრილის მე-3 სვეტის შევსება.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

 

§   დააკვირდით მეორე სვეტს. ზღაპრის გარდა, სხვა ტექსტებშიც შეგხვედრიათ ასეთი სიტყვები და წინადადებები? (აქტ.1)

§  როგორ ფიქრობთ, ზღაპრის პერსონაჟების აღსაწერად გამოყენებული ეპითეტები მხოლოდ მათ გარეგნულ მახასიათებლებზე მიგვანიშნებს, თუ შინაგანზეც? რატომ?

§  მოცემული ფრაზებიდან რომელი მიგანიშნებთ იმაზე, რომ ზღაპარში მოქმედების დრო და ადგილი გამოგონილია?

§  თქვენი აზრით, რა დანიშნულება აქვს ზღაპრის დასაწყის და დასასრულ ფრაზებს? ყველა ზღაპარში ვხვდებით მათ?

§  რა დაასკვენით, როგორ სიტყვებსა და ფრაზებს ვხვდებით ზღაპარში?

§  როგორ გამოიყენებთ ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებების ცოდნას თქვენს ნამუშევარში? (აქტ.2)

 

 

 

 

ნაბიჯი 3.

რა მიზნით იყენებთ დიალოგს - საიდან ჩანს ეს? (ზღაპ. 3)

 

 

რესურსები/აქტივობები:

რესურსი 1: დიალოგის ნიმუში. იხ. დანართი 4.

 

აქტივობა 1. დაკვირვება დიალოგის თავისებურებებზე.

აქტივობა 2. მოსწავლეების მიერ მცირე დიალოგის შეთხზვა.

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რამდენი მოსაუბრეა მოცემულ დიალოგში? საიდან ჩანს, ვინ არიან მოსაუბრეები, ან რომელი მათგანი რომელ სიტყვებს/ფრაზებს წარმოთქვამს? (აქტ.1)

§  ჩანს თუ არა, რა თემაზე საუბრობენ ისინი?

§  როგორი შინაარსის წინადადებებია გამოყენებული მოსაუბრეების ემოციების გამოსახატავად?

§  რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონაჟის ემოციების აღნიშვნა?

§  რომელ პირშია წინადადებები, როდის იცვლება პირი? რატომ?

§  რატომ იყენებს მწერალი დიალოგს თხრობისას?

§  როგორ და რისთვის გამოიყენებთ დაკვირვების შედეგად მიღებულ ცოდნას თქვენი დიალოგის აგებისას? (აქტ.2)

 

 

 

 

 

ნაბიჯი 4.

რა ხერხები და სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას? (ტ.4)

 

 

რესურსები/აქტივობები:

 

რესურსი 1. გრაფიკული სქემა - თხრობითი ტექსტის სტრუქტურა. იხ. დანართი 5.

 

 

აქტივობა 1. ვარაუდების გამოთქმა შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით, თხრობითი ტექსტის გეგმის შედგენა

აქტივობა 2. პირველადი ვერსიის საფუძველზე საბოლოო ვერსიის მომზადება

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე  ორიენტირებული შეკითხვები

 

 

§  რომელი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს თქვენი ტექსტი?

§   როგორ დაიწყებთ ამბავს? სად და რა ვითარებაში შეიძლება შეხვდეს პატარა დინოზავრი თანამოძმეს?

§   როგორ გააგრძლებთ?  რის გამო შეიძლებოდა კიდევ ერთი დინოზავრი წამოსულიყო მშობლიური მხარიდან, არის რაიმე, ამასთან დაკავშირებული  მინიშნება ტექსტში? რის შესახებ ისაუბრებს ორი დინოზავრი? რა გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს? რა დააინტერესებთ ერთმანეთის ან სხვების შესახებ?

§  როგორ დაასრულებთ თხრობას? რას გადაწყვეტენ საბოლოოდ თანამოძმეები, ერთად გააგრძელენ ცხოვრებას, თუ თავიანთი გზებით წავლენ?

§  რის საფუძველზე გააუმჯობესებთ პირველ ვერსიას?

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასასმელი შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ):

 

Ø  აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;

Ø  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?

Ø  შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან? რას გააკეთებდი სხვაგვარად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

Ø  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? რითი განსხვავდება ეს ნამუშევარი ადრე შესრულებული დავალებისგან?

 

 

 

 

 

 

 

დავალება 1.

დაწერეთ გ. პეტრიაშვილის  ზღაპრის გაგრძელება, რომელშიც ასახავთ ჟირაფად გადაქცეული პატარა დინოზავრისა და მისი თანამოძმის შეხვედრის ამბავს.

 

ნამუშევარში:

Ø  დიალოგის საშუალებით, გადმოეცით პერსონაჟების მშობლიური გარემოდან წამოსვლის მიზეზები და ახალ ცხოვრებასთან დაკავშირებული განცდები.

Ø  გამოიყენეთ ზღაპრისთვის დამახასიათებელი ენობრივი საშუალებები.

Ø  გამოიყენეთ სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი წინადადებები და დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები.

Ø  გამოკვეთეთ თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული).

 

ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ნამდვილად ზღაპარია (ზღაპ.1, 2, 3).

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ბუნებრივად უკავშირდება გ.პეტრიაშვილის ტექსტს  ( ტ. 1. 2).

§  რომელი ენობრივი საშუალებები შეარჩიეთ და რატომ (ზღაპ.3).

§  რა მიზნით იყენებთ დიალოგს - საიდან ჩანს ეს (ზღაპ. 1)

§  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი გასაგები და საინტერესო  იქნება მკითხველისთვის (ზღაპ. 2, 3).

§  რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომის შექმნისას (ტ.3).

 

მაკროცნება და  მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

 

 

 

 

დანართი 1

 

 

 

 

 

დასასრული

 

 

კულმინაცია

 

 

მოქმედების განვითარება

 

 

დასაწყისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

ზღაპრის მოტივები

როგორ აისახა „პატარა დინოზავრში“?

გმირის სახლიდან წასვლა

 

აკრძალვის დარღვევა

 

ძიება

 

გმირის გამორჩეულობის ნიშანი

 

დახმარება ჯადოსნური ძალისგან

 

სახეშეცვლილი გმირი ბრუნდება შინ ან პოულობს საოცნებო ადგილს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3.

 

როგორ არის წარმოჩენილი სხვადასხვა ზღაპარში?

მე როგორ ვიტყოდი ჩემს ზღაპარში?

 

პერსონაჟები

ოქროს ფასკუნჯი, წითელი რაში, ოქროსფერთმიანი მზეთუნახავი, ცხრათავიანი გველეშაპი, კუდიანი დედაბერი, ოქროსქოჩრიანი ვაჟი, გაუცინარი ხელმწიფე, ქოსატყუილა ვაჭარი, ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი, წითელცხვირა გნომი, გრძელყურება ელფი და ა.შ.

 

გარემო

დაბურული ტყე, თვალუწვდენელი ზღვა/მინდორი, ცხრა მათა და ცხრა ზღვა

 

ჯადოსნური საგნები

უკვდავების წყალი, მფრინავი ხალიჩა, მოლაპარაკე სარკე

 

საყრდენი ფრაზები

ბევრი იარა თუ ცოტა იარა...

იარა, იარა და ...

გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა...

 

დასაწყისის ფორმულები

იყო და არა იყო რა...

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა...

 

დასასრულის ფორმულები

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

... და სიკვდილამდე ტკბილად ცხოვრობდნენ.

 

 

 

 

დანართი 4. დიალოგი

-კი მაგრამ , როდემდე უნდა ვძოვო ბალახი ?! - გაუკვირდა პატარა დინოზავრს .

- მანამ სანამ არ დაღამდება !  უთხრა დედამ , -მერე დაიძინებ .'

-რომ გათენდება რას გავაკეთებ ?

- როგორ თუ რას ? ბალახის ძოვას განაგრძობ !

-მაშ, მთელი ცხოვრება ბალახის ძოვაში უნდა გავატარო?- დაღონდა პატარა დინოზავრი.

-მე  წავალ  ?! -თქვა ბოლოს.

-სად წახვალ? - გაუკვირდა დედა დინოზავრს .

-არ ვიცი ,წავალ, იქნებ ვინმემ მითხრას რა არის ის წითელი ბურთი ! 

-ვერსადაც ვერ წახვალ !- გაბრაზდა დედა დინოზავრი.

 

დანართი 5

 


დანართი 6. ამონარიდი საბავშვო ენციკლოპედიიდან

           დინოზავრების შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. ვიცით, რომ უამრავი სახეობის დინოზავრი არსებობდა. ზოგი მათგანის სიმაღლე 25 მ იყო, ზოგის - 60 სმ. ზოგი ბალახს ჭამდა, ზოგიც - ხორცს. მათ 165 მილიონი წელი იარსებეს და 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ. მათმა ნაშთებმა კი დღემდე მოაღწია. ესენია: დინოზავრის ძვალი, კბილი, ნაფეხური... სწორედ მათი საშუალებით გავიგეთ, როგორი იყო დინოზავრი, სად ცხოვრობდა.

           რატომ გაქრა ეს არსება? ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ვულკანის ფერფლმა ისე დაფარა მიწა და მცენარეები, რომ დინოზავრები საკვების გარეშე დარჩნენ და დაიხოცნენ. სხვა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიზეზი ასტეროიდია,რომელმაც გამოიწვია მტვრის სქელი ფენა. მტვრის ღრუბელმა დაფარა მზე და მისმა სხივებმა ვერ გაათბეს დედამიწა, ძალიან აცივდა. სწორედ ძლიერი ყინვის გამო დაიღუპნენ დინოზავრები. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისინი რაღაც დაავადებამ გაანადგურა.

 

დანართი 8.

რა ვიცი დინოზავრების შესახებ?

რა ინფორმაცია მივიღე ვიდეოს გაცნობის შემდეგ?

როგორ გამოვიყენებ ჩემს საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტში?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

ავტორის (გ.პეტრიაშვილის) გამონაგონი

ნამდვილი (მეცნიერული) ამბები დინოზავრების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7 სიტყვის რუკა

სიტყვა:

ნახატი:

 

ნაცნობი კონტექსტი/ ასოციაცია

 

 

 

 

 

განმარტება ლექსიკონიდან:

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

ჯერ/თავიდან

ბოლოს/დასასრულს

მერე/შემდეგ

 

 

 

 

 


დანართი 11.

 

 

 

წინადადებები, ფრაზები, სიტყვები

 

რას ხედავ ფოტოზე? (ზომა, ფერი, ფორმა...)

 

როგორი ხმები შეიძლება ისმოდეს?

 

რისი სურნელი შეიძლება იდგეს?

 

 

 

 

 

 

დანართი 12. საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის სტრუქტურა

 

 

 

 

 

დანართი 13 თხრობის ჩარჩო

 

ამბის მონაწილეები

--------------------------------------------------------------------------------------------------------

მოქმედების დრო, ადგილი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

პრობლემა და მისი მიზეზი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

გეგმა

 

1-ლი ნაწილი: ___________________________________________

 

მე-2 ნაწილი: _____________________________________________

 

მე-3 ნაწილი: ____________________________________________

 

 

როგორ გადაიჭრა პრობლემა

 

_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

 

 
































































































No comments:

Post a Comment