გიორგი, ჩემი უნიჭიერისი და ლექსის წერის უნარით დაჯილდოებული მოსწავლეა. .მიხარია, რომ იზრდება , მისი ლექსები თანდათან დიდ სიღრმეებს მოიცავს და
საყოველთაოდ აღიარებულიც ხდება . წელს გიორგიმ მეტერთმეტე კლასი დაამთავრა .ალბათ, წარმოგიდგენიათ , რამხელა სიამოვნებაა ისეთ კლასში მუშაობა, სადაც ასეთი მოსწავლე გეგულება .გიორგი ყაზბეგისა და ვაჟას დიდი მოყვარულია..ბევრი სასიამოვნო წუთი მახსენდება ამ მწერლების ნაწარმოებების გავლისას .შეიძლება ითქვას, გიორგი ჩემი მარჯვენა ხელი იყო , როცა ვხსნიდი " ხევისბერ გოჩას"," ალუდა ქეთელაურს" , "სტუმარ-მასპინძელს" ," ბახტრიონს" და ძალიან მეხმარებოდა იმაში, რომ სხვა მოსწავლეებსაც უფრო ახლოს მიეტანათ ამ ბუმბერაზ მწერალთა შემოქმედება გულთან და გონებასთან .
* * *
წუთისოფელო, ცოტა ხანი კიდევ მაცოცხლე
არ გეგონოს , რომ ამ საშინელ ყოფას მივტირი
მე ვერ ვიპოვე ის, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე
და ახლა ვეძებ მას, რისთვისაც მიღირს სიკვდილი
ცოტაც მაცადე , იქნებ რამე კარგი ვიპოვო
იქნებ გავშალო ამ ცხოვრების მორევში აფრი
მსურს , რომ უფლის წინ დავიჩოქო , შველა ვითხოვო
არ მინდა თქვან, რომ ამქვეყნიდან ცოდვილი გავქრი
წავალ , დავდგები სალკლდიანი მონასტრის გზაზე
საკურთხევლის წინ ქედს მოვიხრი, ვით შავი ბერი
მაღალო ღმერთო , დამაყენე ჭეშმარიტ გზაზე
რომ მეც დავმწყემსო მსგავსად შენსა ქართველი ერი
წუთისოფელო , იქნებ გული გადამიშალო
აღარ მაქვს ძალა , მაგრამ მაინც განგაგდებ, გებრძვი
რატომ არ გინდა , ბოროტება რომ დამიშალო
და ხორციელი ნეტარებით რიღასთვის მებრძვი
მთის ხალხში წავალ , იქ ვისწავლი კაცობას ნამდვილს
ქუდს დამახურავს , ხევისბერი ამაყი გოჩა
ბეჩაუ , ვფიცავ, რომ იარაღს ვერავინ ამყრის
წუთისოფელო, აქ შენი დრო გავიდა , მორჩა
ფშავში ავირბენ , ვინახულებ ფშაველას ვაჟას
და შევასრულებ ყველა სიტყვას ქართველთა მამის
მჯერა ფშაველა დაიყვირებს ხმამაღლა " ვაშა "
როცა გაიგებს , რომ ამქვეყნაად კაი ყმა დადის .
და როცა ნისლი ჩამოწვება ამაყი ღამის
დავსვამ შეკითხვას, ვის რა ვარგე დილიდან ნეტავ ?
მზად ვარ ვასრულო დარიგება იესოს, მამის
ამდენი სიტყვის დაწერასაც ამიტომ ვბედავ
კაცი მაშინ ხარ, როცა ჩაგრულს უდგახარ გვერდში
და არ ვაპირებ მეც ვისამე ჩაგრულს წიხლი ვკრა
ამასობაში გამოჩნდება გოგონა სანდო...
რომ არ მეჯეროს ეს გოგო თუ მიწიერია
ნოდარ დუმბაძე გამიღიმებს ზემოდან სათნოდ
და გაიფიქრებს ახლა ისიც ნიჭიერია
გამოვზრდი ბიჭებს ,გადავკიდებ მხარზე იარაღს
და ვანადირებ შავ ყორნებზე არხოტის მთებში
ძირზე დაიყვანს ცივი ღვინით სავსე ფიალას
ჯანი ექნება მხარში , ბეჭში , ფეხსა და ხელში
წლები მაცნობებს , რომ სიბერე მოვიდა კართან
ამაყად გავხსნი კარს და ვეტყვი , რომ დიდხანს ველი
წუთისოფელო, სად წახვედი მოთხარი სად ხარ ?
მინდა იცოდე , რომ სამოთხის კარებთან გელი .
* * *
ქარის მოტანილს , თავისთავად ქარი წაიღებს ,
შიში მაქვს ჩემთან , შენც ოდესმე ქარი მოგიყვანს
და ისე სწრაფად გაგაყოლებს წამსვლელ თარიღებს ,
არ გავა წამის მეასედიც შენი მოსვლიდან .
უფალმა უწყის ვინ რად , როგორ გარდაიქმნება .
ბუნებრივია , შენ არ შეგწევს ძალა გაიგო ,
რომ ზუსტად ვიცი , ეჭვ გარეშე , ხვალ რა იქნება ,
მაგრამ არა მაქვს წარმოდგენა გუშინ რა იყო ...
ფაქტია, ფაქტად ისტორია შემოინახავს ,
რომ ვარ აშუღი , სიცოცხლისგან დანაწუნები
და სიყვარულში , ის მთავარი ჩვენ ორს წინაგვაქვს ,
ის , რასაც ქვია შეხვედრის და გაყრის წუთები.
მაგრამ არმინდა , ილუზია მცდარი შეგექმნას,
უფრორე ჟღერდეს , მეტად ყალბად დანაპირები .
შენ ვერასოდეს შეძლებ ჩემში ახლის შენებას
და მითუმეტეს , ვერ იქნები ჩემთვის პირველი
რადგან ფუჭია , რა გულითაც გინდა ეომე ,
გუშინ მოკლული , ხვალინდელი დღის - პროცესიას.
მესირცხვილება , გეუბნები რომ ხარ მეორე
და რომ შენს ცხვირ წინ ფართე ზურგით, დგას პოეზია.
გიორგი კახიშვილი
* * *
ბედი გულქვა და ძლიერ გულცივი ,
მოცდით დაღალულ კაცთა თუ ქალთა .
მოცდით დაღალულ კაცთა თუ ქალთა .
ვიღაცის მოსვლას , გულით ვუცდიდი
სამარადისოდ გაღებულ კართან
და ზეციური სიშორე ქალის ,
ქარის წასაღებ ცხოვრებას წელავს .
და დამდევს ,
დამდევს დღითა და ღამით ,
როგორც სასჯელი და ბედისწერა .
სულიერების მაღალი ბორცვი ,
უფრო ნატიფი სხეულის ქორდა .
სული ერთს ითხოვს ,
მეორეს ხორცი
და ასარჩევად არც ერთი მქონდა .
განგება ბედის , დროებას ნაყავს ,
გავლენით ზეცის , ნაცრდება ცეცლხი
და საღალატოც არავინ არ მყავს ,
ამიტომ არ მაქვს ოქრო და ვერცხლი .
ღამე საშენო კაცივით ბორგავს ,
განუსაზღვრელი სიშავით მუქი
და ჩემგან ისე შორიხარ როგორც ,
მარადისობის ცისფერი შუქი...
* * *
მთვარე ღრუბლების ზღვაში დაცურავს,
იფერებს ზეცა ცისფერ სიშორეს.
რაღაც ისეთი არ აქვს ამ სურათს,
ჩემი მსგავსიც რომ ვერ მოიგონებს .
სცდება ყოველგვარ საზღვარს ჩემი ხმა,
და აშოშმინებს მტკივან ჭრილობებს.
რაღაც ისეთი მინდა შეგიქმნა,
ჩემი მსგავსიც რომ ვერ მოიგონებს...
არსებობს თუმცა, ხმა საარაკო,
ლექსი, გრძნობები, ხსნა და გმირობა
რაღაც ისეთი არ აქვს სამყაროს,
თავად ღმერთმა რომ ვერ მოიგონა.
გიორგი კახიშვილი
საქმე აქამდე რატომ მივიდა,
აჯდება მრავლად სწორ ხაზს წყვეტილი.
ჩემგან დასმული სამ წერტილიდან,
პირველი გახდა ბოლო წერტილი...
არაფერია ახალი, ერთის,
ნაიარევთა სიმრავლის გარდა
და ამ სიახლის მიზეზიც ძველი
ან უფრო ძველი ჭრილობა გახდა.
ირწევა ქარში მინების ფარდა,
შენს დანატოვარ იმედებს ვეკვრი.
რთულია ჩემი ცრემლების გარდა,
შენგან დასაღვრელ ცრემლსაც რომ მე ვღვრი
და მაინც მხოლოდ ერთის ვარ მთქმელად
ავხადო რადგან ყველაფერს ფარდა..
პირველი არის წერტილი ყველა,
თავად პირველი წერტილის გარდა...
გიორგი კახიშვილი
დრო აქვს ყველაფერს თავ-თავისი,
უმისამართოდ,
კიდევ როდემდე იმეორო უნდა ვინ იცის .
თუმცა არავინ არ შემოგრჩა სამასლაათოდ,
ლოცვებში მაინც იხსენიებ ყველას ძილის წინ
ვინც გიღალატა, მიგატოვა ან უარესი
სხვაში გაგცვალა, (რამეში და არა ვინმეში)
რომ შენ ნაჯღაპნი ქაღალდებით მიუალერსე,
რომელიც უნდა შეენახათ გულის ჯიბეში
და რადგან შარვლის ჯიბისათვის არ გამოადგათ,
გიწევს აწ უკვე ნაგლეჯები ქუჩას წაართვა.
გაშმაგებული ტკივილები გაგიორმაგდა,
წუწუნებ, ბრაზობ რომ ცხოვრება ასე წარმართა
მაღალმა ღმერთმა, გეპარება ეჭვი რომელშიც
ამ ბოლო დროს და ვინაიდან კარგი არ ხდება,
ნაადრევადვე მოხუცივით დაჭკნი, მოეშვი,
დაჭკნი და ხვდები, შენით ხვდები
და დროც გთანხმდება
რომ შენი წილი გასალეწი გალეწა შენმა
კევრმა და სადღაც გასალეწი დარჩა ნარცისი.
შენ კი ვერ შეძლებ ამის იქით მონახო შვება
და იმეორე,
რომ ყველაფერს დრო აქვს თავისი.
გიორგი კახიშვილი
ვერ მოვერევი ობლად ხეტიალს
ვერ მივაშურებ მაღლა ტატნობებს.
შენთვის რომ ვიღაც , ჩემზე მეტია
მე გამოსავლად სიკვდილს მანდომებს.
მომაკვდავს ლექსით,
მომაკვდავს ობლად,
ციურ სიღრმეთა მწყურია არსი.
თუ კაპიკები არაგაქვს ოხრად
კაპიკებია სიცოცხლის ფასი .
თუ პოეტობა ჩემი ხვედრია
არ მიწერია მყავდეს ჯალაბი.
ვისთვის ცხოვრება მშვენიერია
ვისთვის ცხოვრება არის ჯალათი.
აშარი ყოფა , მე რომ ვიჩუქე,
ძირგავარდნილი დიდი ქვევრია.
ოქროს ფასია ახლა სიჩუმე
და მარტოობა კავალერია.
შესამჩნევია ვფიქრობ გარკვევით,
მეცლება ფეხქვეშ მთა და ქარაფი.
და არც ტოლი ვარ
და არც ნაკლები
და არც მეტი ვარ სხვაზე არაფრით ...
არა-რა-ობა.
ეს იყო მაშინ , არაფერი იყო როდესაც ...
ან ღმერთმა უწყის არსებობდა თუკი ოდესმე,
რადგან რთულია, გაიძახდე - ადრე, ოდესღაც,
ასაბუთებდე რასაც თავად, შენ ვერ მოესწრე.
ათას მეერთედ შეიხორცე შენი იარა,
გადაივიწყე სიმართლისგან შენი სიშორე...
რომ ხეტიალში , გულის სწორის მსგავსი კი არა,
გაჭირვებაში , გვერდში მდგომიც ვერსად იშოვე.
დამჯერი სახით დაეთანხმე დედას თუ მამას,
რომ სიყვარული არსებობდა, არსებობს დღემდე
და მერე რა, რომ ეძებე და ვერ ნახე თავად
გადააბიჯე საკუთარ თავს , სიტყვაზე ენდე
იმ ხალხს, რომელიც სულ სიმართლეს გეუბნებოდა
და ვისშიც ეჭვი გეპარება უკვე ბოლო დროს.
ალბად გაზრდაა, ან ვერ გაზრდა, ან უბედობა
ანდა ცხოვრებაც დაბნეული დგას და ორჭოფობს
საით წავიდეს, ვის მიენდოს, ვინ არის თავად ?
რა აქვს მიზანი, საიდან სად მიდის საერთოდ .
თუკი არსებობს, ღონე, ხერხი, რომლითაც სავალ
გზას შეიმცირებს , ყოველივე ამას დაერთო
მძაფრი ეჭვები, რომ მისთვისაც სიცოცხლე არ ღირს
და ვინაიდან სიცოცხლეში შენ უფრო მეტად
გარკვეული ხარ, ვიდრე თავად სიცოცხლე არის ,
მისი უღელის წამოღებაც , შენ გერგო ბედად
სწორედ ეს არის , შენ რატომაც სიცოცხლე გიჭირს ,
რა მიზეზითაც არ ასვენებ სამყაროს მომგონს
და გაილია მთელი შენი სიცოცხლე იჭვით,
რომლის უღელი გამძიმებს და სად მიატოვო ...
გიორგი კახიშვილი
რაც სწრაფად იწვის, სწრაფადვე ქრება,
ვამბობ ყველაფერს დრო აქვს თავისი.
იშვიათია, კენჭობა ქვებმა
"დაიბრალონ" და გაითავისე
რომ
თუ ცა, იცვამს ღრუბელს შავებად ,
თუ პოეზიაც ფიქრობს შავებზე ,
მე არც პირდაპირ დამნაშავე ვარ
და არც ნაკლები დამნაშავეზე .
არაფრის მთქმელი ლაყბობით მხშირავს ,
ნაპოეტარი უწინ, ფირალი .
უნაყოფო ხეს, ყოფილა ხშირად
გადაუჩრდილავს ნაყოფიანი
და
უეცარი, უაზრო გზნებით
გარეგვნებული დუელში მიწვევს .
ჰოდა, რათ მინდა არწივის ფრთები,
საფრენად თუ მაქვს ბეღურის სივრცე .
ლაყბობა
ის წვრილმანი აბეზრობაა,
რომლითაც
გენობაშეზღუდული ადამიანები
გენიოსებს კლავენ .
ბოდიში ძვირფასო , დამძლია ლოთობამ ,
შემინდე , საჭირო პატივი ვერ გეცი .
-და რაღაც ჯანდაბად
და რაღაც ოხრობად
უთქმელად დაგტოვე და გამოგექეცი .
უბრალოდ არა და ციურად მოთოვა ,
ციურად არა და ღვთიურად გავნათდი
შენივე სიწმინდით
და გულმა მომთხოვა ,
რომ მიზეზგარეშე დამეწყო კამათი .
ნუ გიკვირს , მე მხრები ზედმეტად მოკლე მაქვს ,
რომ შენი მგოსნობის დავიდგა უღელი .
-და დამიპირებდი სანამდე მოცელვას
ჩემითვე მივხვდი და დაგტოვე წუხელი .
დაგტოვე , ვიხილე რადგანაც ყოველი ,
რაც ჩვენ ორს გველოდა , ქალაქში გამომშრალ .
და სანამ ნაწვიმარ თვალს გამაყოლებდი ,
უთქმელად სათქმელი სიტყვები გამომრჩა
სათქმელი თვალებით . დამძლია ლოთობამ ,
შემინდე , საჭირო პატივი ვერ გეცი .
- და რაღაც ჯანდაბად
და რაღაც ოხრობად ,
უბრალოდ ავდექი და გამოგექეცი .
ავტორი: გიორგი კახიშვილი
რაც გინდა ქენი
ვერაფერს იზამ , რაგულითაც გინდა ეცადო ,
დღევანდელობა საკუთარ დაღს მაინც დაგასვამს .
-და მომიწოდებს დედაჩემი , თემა შევცვალო
წერის და მოჰყავს მაგალითად თემა სხვადასხვა .
ცრემლდასაღვრელი რომ არ იყოს გავიცინებდი
ტირილნარევად , ამას ქვია ვფიქრობ სატირა .
სასაცილოა თუ რას , როგორ , როდის მივნებდი ,
სატირალია , დედაჩემიც რომ აატირა
ჩემმა ლექსებმა . სასაცილოდ ისიც არ მყოფნის ,
მთელი ბავშვობა ეჭვ გარეშე როგორ მჯეროდა
ამბავი , ვიღაც ცხრა ძმის მიერ თხილის გაყოფის
ცხრა ტოლ ნაწილად , მაგრამ ისე სწორად მსჯელობდა
მამაჩემი , რომ შედავება იყო სირცხვილი ,
ანდა სრულიად სხვა რაიმეს ურჩად მტკიცება .
-და ხალხისაგან მომავალი სითბოს სიცივით
ვთბებიდა მიკვირს , ვინ სად პოვა თავდავიწყება
და ძაღლსოდენი ერთგულების მძაფრი სიმცირით ,
ძაღლის თვისებებს შევნატრით და დაგვაგვიანდა .
უფრო სირცხვილი არის ის , რომ ვფიქრობ სირცხვილი ,
ძაღლისთვის არის შედარება ადამიანთან .
და ამის ფონზე მომიწოდებს ვიღაც მკითხველი
რაღაც ტრფობაზე დაწერეო , თან მეთანხმება ,
ყველა სიტყვაში და აწუხებს მსგავსი კითხვები
რამდენი წლის ვარ . ცა შავ ღრუბელს ისხავს თალხებად
თან ისე წვრილად მოგაგონებს შავ-თეთრ ლიანებს
ბუნდოვან მესმის დედის თქმული ღამე ნებისა .
უკუღმართობის რა მოვკითხო ადამიანებს ,
როდესაც ღამე ზენიტშია გათენებისას .
რაც გინდა ქენი , რაგულითაც გინდა ეცადო ,
აშარი ყოფა საკუთარ დაღს მაინც დაგასვამს .
და მერამდენედ მომიწოდებს თემა შევცვალო
დედაჩემი და იმეორებს თემებს სხვადასხვას .
ავტორი: გიორგი კახიშვილი
კი არ მოკვდა, გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა
"გარდაიცვალა, არ მომკვდარა" (გლოვობენ აშუღს)
გარდაიცვალა, თქვეს და გული დაიშოშმინეს
და რეალურად წუთისოფლის ომიდან გასულს,
ექაჩებიან ამ სიტყვებით კვლავ ფუჭ ომშივე.
"გარდაიცვალა, არ მომკვდარა" (მოკვდა აშუღი)
დგას ყველა ფეხზე გარშემო და ყალბად ქოშინებს
და წუთისოფლის ტანჯვათაგან ტანჯვით გასული,
ამ სიტყვით უკან მოაბრუნეს მტანჯველ ომშივე.
ნიანგის ცრემლით დაიტირეს კაცი ეული,
"გარდაიცვალა" თქვეს და ბედი დაიმორჩილეს
და სიმშვიდიდან მტანჯველ ომში დაბრუნებული,
სამარადისოდ დაამწყვდიეს, მტანჯველ ომშივე.
ავტორი: გიორგი კახიშვილი
სახვადასხვა პროექტების დროს მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთები
მოსაწავლეების მიერ დაწერილი ლექსები
***
ამ ცხოვრებაში უცნაურია სუყველა ხედი
რეალობაში ადამიანს არა აქვს ფრთები
არ მოინდომო, არ ააშენო ოცნების მთები
თორემ ნელ–ნელა გაგეპარება ლამაზი წლები
და აღმოჩნდება , რომ გაგითეთრდა შენ შავი თმები
საბა გოგოლაშვილი
მე –6 კლასის მოსწავლე
რომ შემძლებოდა
რომ შემძლებოდა
აგიგებდი ოცნების კოშკებს
იმ ტიალ მთაზე .
რომ შემძლებოდა
მე მოგართმევდი უზადო ვარდებს ..
რომ შემძლებოდა
მე აგიხდენდი ოცნებას მრავალს
რომ შემძლებოდა ,
მაგრამ მე როგორ უნდა შემძლებოდა?
შენ მაინც სხვა აირჩიე!!!
ის, ვინც აგიხდენდა ჩამოთვლილს მაღლა
მე ერთი შემეძლო მეთქვა, რომ
მიყვარხარ , ოღონდ მაგრად.
საბა გოგოლაშვილი
მე –6 კლასის მოსწავლე
No comments:
Post a Comment