სასწავლო პროექტის გეგმის
შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
| ირმა შელია | |
რაიონი
|
ვაკე – საბურთალო
|
|
სკოლა
|
186–საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
თბილისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
აკაკი წერეთლის მოთხრობა "ბაში–აჩუკი" ; პროექტის სახელწოდება " კახეთის მხსნელი გმირები "
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან კახეთის 1659 წლის აჯანყების გამომწვევ მიზეზებს . იმსჯელებენ ეპოქაზე , ირანის შაჰის მიზნებზე კახეთში , აჯანყების მოთავეებზე : ბიძინა ჩოლოყაშვილზე , ზაალ არაგვის ერისთავზე , შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებზე . გამოკვეთენ ხალხის როლს კახეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში , ქართველი ქალების თავდადებას , რომლებიც მზად არიან სრულიად უანგაროდ , დაუფიქრებლად გაწირონ თავი სამშობლოსთვის და არ დაემორჩილონ მტრის ბრძანებებს . მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და წინასწარ შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს.
|
||
საგანი
|
||
ქართული ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური , მე–8 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
4 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.
VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია
კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
· სვამს კონკრეტულ საკითხს
(კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური
ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების
აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
· საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს
საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, თანამიმდევრულად ავითარებს
თავის მოსაზრებას;
მიმართულება: კითხვა
ქართ.
VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია
გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული),
რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ
საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის
შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის
მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
აანალიზებს და კონკრეტული
ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის
კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს
პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული
პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
ქართ.
VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია
ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მიმოიხილავს ნაწარმოებში
აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;
მიმართულება:
წერა
ქართ.
VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე
სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· პრობლემური საკითხის შესახებ
წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის
ტექსტსა და ანგარიშს;
· ფაქტებზე, სტატისტიკურ
მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და
ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას,
წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ
არგუმენტებს;
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას კონკრეტულ ეპოქაზე , შეაფასებენ ისტორიულ მოვლენებს , კახეთის აჯანყების გამომწვევ მიზეზებს. პროექტზე მუშაობისას გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარს. ითანამშრომლებენ ერთმანეთთან , დაეუფლებიან ჯგუფური მუშაობის პრინციპებს .შეძლებენ თავიანთი ნაშრომების კრიტიკული თვალით შეფასებას . გამოკვეთენ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების, მათ შორის ქართველი ქალების ღირებულებებს. მოსწავლეები შეძლებენ სასწავლო ტექსტიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფასა და საჭიროებისამებრ დახარისხებას. გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს . შეძლებენ არსებული თემის ირგვლივ მიზნობრივი ტექსტების შექმნას.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
ვალდებულია თუ არა ყველა ადამიანი თავისი სამშობლოს თავისუფლების შენარჩუნებისათვის გაწიროს თავი ? |
|
თემატური კითხვები
|
1.რა თვისებებით უნდა იყოს შემკული ხალხის წინამძღოლი?
2.როგორ გესმით ბიძინა ჩოლოყაღვილის სიტყვები: " ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამეობრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად"? |
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1.რა ისტორიული ფაქტი დაედო საფუძვლად ბაში– აჩუკის შექმნას?
2.აბდუშაჰილი ამბობს: ბევრი გამეგონა ქართველ ქალებზე , მაგრამ, ნახევარიც არ მეჯერა , ახლა გამოგცადე და დავრწუნდი" . რამ აღაფრთოვანა აბდუშაჰილი?" 3.როგორ მოატყუა პირიმთვარისამ თათარი შუამთის მონასტრის დარბევის დროს? |
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
1)კვლევის
საბაზისო უნარ-ჩვევები
2)ინტერნეტში
მუშაობის უნარ-ჩვევები
3) ტექნიკური უნარ-ჩვევები
4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა
5) ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
6)კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკვეთა სასწავლო ტექსტიდან
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები იმსჯელებენ ზოგად კითხვაზე : ვალდებულია თუ არა ყველა ადამიანი თავი გაწიროს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.გაიხსენებენ შესწავლილ ნაწარმოებებს , ისტორიულ ფაქტებს , გმირებს , რომლებიც გამორჩეულნი არიან პატრიოტიზმით. კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ბაში– აჩუკის პერსონაჟებს . შეადარებენ ერთმანეთს ირანის შაჰს დამორჩილებულ და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს , მათ შორის ქალებს ,რომლებიც ვერ გატეხა ირანის შაჰის პოლიტიკამ . იმსჯელებენ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე , დაიყოფიან ჯგუფებად და შეარჩევენ თითოეული ჯგუფისთვის საპრეზენტაციოდ მნიშვნელოვან საკითხებს .
პროექტის მსვლელობა
კალსთან ერთად მუშავდება მნიშვნელოვანი ადგილები ტექსტიდან .საწყის ეტაპზე გამოიყენება ვიცი , მინდა ვიცოდე ვისწავლე სქემის სამი სვეტი, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს წარსული
ცოდნის გახსენებაში და გავიგოთ მათი საბაზისო ცოდნა. აქვე , შესაძლოა ,
გამოვლინდეს მათი არასწორი წარმოდგენები საკითხის გარშემო .მოცემული სქემა ხელს
შეუწყობს იმასაც , რომ მოსწავლეებმა
გამოავლინონ მომავალში , პროექტზე
მუშაობისას, რისი გაგება სურთ . საწყის ეტაპზე გამოვიყენებ ასევე გონებრივ იერიშს. ტექსტის შესწავლის
პროცესში მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ
შინაარსობლივ და თემატურ კითხვებზე.
პარალელურად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციებს .შედგება ოთხი ჯგუფი .პირველი ჯგუფი იმუშავებს ბაში – აჩუკში მიმდინარე ისტორიულ მოვლენებზე , ეპოქაზე , კახეთის აჯანყებაზე. მეორე ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია კახეთის მხსნელ გმირებზე , აჯანყების მეთაურებზე .მესამე ჯგუფი იმუშავებს თავდადებულ ქართველ ქალებზე , რომლებიც მტრის ხელში ჩავარდნას სიკვდილს ამჯობინებენ , ხოლო მეოთხე ჯგუფი იმუშავებს ირანის შაჰის მიზნებზე კახეთში .თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების დღიურს. პროექტზე მუშობისას ჯგუფის ლიდერებს დაევალებათ გააკონტროლონ ტექსტზე მუშაობა,
კონცეპტუალური ადგილებისა და შესაბამისი ციტატების სწორად ამოკრეფა ტექსტიდან .ეს ყველაფერი
სწავლების ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარება. მოსწავლეთა ჯგუფებთან
შეხვედრების დროს გამოვიყენებ მინი – ლექციის მეთოდს , რათა მოსწავლეებს დამატებითაც მიეწოდოთ რჩევები და
ინფორმაციები , პროექტის თემასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და კვლევის უნარი.
მოსწავლეებს, მასწავლებლის მხრიდან , მიეცემათ მითითებები პრეზენტაციის
ნიმუშის შესაქმნელად .
საბოლოო პროექტი
პროდუქტი
, რომელსაც ისინი შექმნიან, ,
სხვადასხვა ჯგუფის მიერ მოძიებულ
საკითხთა საფუძველზე,იქნება ერთობლივი პრეზენტაცია,
მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება
თემასთან დაკავშირებული სურათები და ვიდეო
მასალაც .გააკეთებენ გაზეთებს , პრეზენტაციას, პრეზენტაციის შეფასების ს რუბრიკას, რათა პროექტის წარდგენამდე იცოდნენ რითი ფასდებიან, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ კი შეძლებენ თვითშეფასებასაც . ჯგუფები
დაგეგმავენ ერთმანეთთან შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად. პროექტის დასასრულს , როცა მოსწავლეებს შესწავლილი ექნებათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები , წარდგებიან პრეზენტაციით , მოაწყობენ მინი დისკუსიას "შეთქმულება სამშობლოს გადასარჩენად".დაუბრუნდებიან ზოგად კითხვას : ყველა ადამიანი არის თუ არა ვალდებული თავი გაწიროს სამშობლოს თავისუფლებისათვის. ჯუფებს დაურიგდებათ სამსჯელო კითხვები :1) თქვენი აზრით , უნდა წასულიყვნენ თუ არა კახეთის აჯანყების მოთავეები სპარსეთში? 2)როგორ გესმით ბიძინა ჩოლოყაშვილის სიტყვები: " ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამეობრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად" ? 3) როგორ ფიქრობთ ასეთი გმირები რომ არ ჰყოლოდა პატარა საქართველოს , რომელსაც ყველა რჯულის მტერი ესეოდა , მოვიდოდა თუ არა დღემდე? როგორ ფიქრობთ, აუცილებელია დიდი საქმეების განსახორციელებლად მსხვერპლი? პროქტის ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ თემის გარჩემო არსებულ ძირითად საკითხებს .
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
კლასში სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შეასრულებენ შედარებით რთულ სამუშაოებს .გადაამოწმებენ მოძიებულ ინფორმაციებს, დაეხმარებნიან მეგობრებს პრეზენტაციების გაკეთებაში . იმუშავებენ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნაში.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა <
კომპიუტერი
(ები) <
ციფრული კამერა <
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი <
|
ლაზერული დისკი <
საბეჭდი მანქანა/პრინტერი <
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა <
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ბეჭდვითი მასალები
|
სასკოლო სახელმძღვანელო , ისტორიული მასალები კახეთის აჯანყებაზე..
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთები |
სასწავლო პროექტის გეგმის
შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ირმა შელია
|
|
რაიონი
|
ვაკე– საბურთალო
|
|
სკოლა
|
186–საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
თბილისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
სასწავლო პროექტი ქრისტიანულ – რელიგიური ნაკადი აკაკი წერეთლის შემოქმედებაში
|
||
თემის შინაარსი და აქტუალობა
|
||
გმირის, ხალხისა და სარწმუნოების ურთიერთმიმართების პრობლემა ჩვენი ერის ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ,როდესაც საქართველო თავისუფლებას კარგავს. ეს პრობლემა დღესაც უაღრესად აქტუალურია . აკაკი თავის შემოქმედებაში სამშობლოსთვის თავგანწირულ რაინდებს განმსაზღვრელ როლსა და მნიშვნელობას ანიჭებს, წინა პლანზე წამოწევს იმ დამსახურებას, რაც ამა თუ იმ ქართველ გმირს ეკუთვნის, შესაბამისად, ქართულ ლიტმცოდნეობაში გაბატონებულია აზრი,რომ ყველაზე მაღალი ცნობიერება მის შემოქმედებაში ეროვნული ცნობიერებაა .მოსწავლეები, აკაკი წერეთლის შემოქმედებაზე დაყრდნობით, შეეცდებიან იმსჯელონ იმ საკითხზე , რომ იმ გმირებისა და რჩეული წინაპრებისათვის , რომელთაც აკაკი მხატვრულ სახეებში აცოცხლებს , ყველაზე მაღალ რეალობას ქრისტე ღმერთი წარმოადგენს,უმაღლეს ცნობიერებას კი ქრისტიანულ–ეროვნული ცნობიერება
|
||
საგანი
|
||
ქართული ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საშუალო საფეხური , მე 11 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
4 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია
საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული
მიზნით.
1)მკაფიოდ, ცხადად
და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს.
2) საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს
მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და
სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს
მიმართულება: კითხვა
ქართ.
XI. 5. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,
იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
· მსჯელობს იმაზე, თუ როგორ
განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და
ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·
აანალიზებს კონკრეტული
ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული
პრობლემის გადაჭრის გზებზე;
·
ამოიცნობს კონკრეტული
ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში
და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების
კონტექსტში.
მიმართულება: წერა
ქართ.
XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის
სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·
წერილობითი ტექსტის
შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე
მასალას;
·
აყალიბებს სათქმელს
თანმიმდევრობით;
·
იყენებს ჩანაწერებს ძირითადი
და პერიფერიული იდეების / ინფორმაციის სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით
დასახარისხებლად და თანმიმდევრობით დასალაგებლად;
·
შავად შესრულების შემდეგ
გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს,
გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად
დალაგებული; არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი
წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის;
· საბოლოო ვარიანტის რედაქტირების
დროს ასწორებს გრამატიკულ, პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
1) გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარს
2) გამოიმუშავებენ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარს
3) შავად შესრულებულ ჩანაწერებს კრიტიკული თვალით გადახედავენ , ჩაამატებენ ან გადააადგილებენ მონაკვეთებს და დააკვირდებიან არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული
4) შეძლებენ თავად ჩაასწორონ შეცდომები და გამოიმუშავებენ ტექსტის რედაქტირების უნარს.
5) დაეუფლებიან ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეული ანალიზის უნარს.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რა რის მნიშვნელოვანი საკუთარი სამშობლოს შესანარჩუნებლად?
|
|
თემატური კითხვები
|
რა შეიძლება იყოს ერის დეგრადირების მიზეზი?
ნიშნავს თუ არა სარწმუნოების შენარჩუნება ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებასაც?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
ვინ არის მთავარსარდალი აკაკი წერეთლის პოემა " თორნიკე ერისთავში" ?
რა თემაზე დაწერილი აკაკი წერეთლის ლექსი " აღმართ–აღმართ"?
|
|
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
გამოვიყენებ
დაკვირვების ფურცელს, კვლევისა და პრეზენტაციის
შექმნის პროცესში. შევხვდები
მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო
მათი პროგრესი, გადავამოწმო მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციების სისწორე და დავაკვალიანო ისინი..მას შემდეგ რაც მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებს
დახვეწენ, ვთხოვ გუნდებს პრეზენტაციების
შეფასების ფორმით იხელმძღვანელონ . მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში გააკეთებენ ჩანაწერებს., ჯნჰუ
|
სხვა
საკითხები
|
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
)კვლევის
საბაზისო უნარ-ჩვევები
2)ინტერნეტში
მუშაობის უნარ-ჩვევები
3) ტექნიკური უნარ-ჩვევები
4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა
|
სასწავლო
პროცედურები
|
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები გადაინაწილებენ შესასწავლ მასალებს . პროექტის მსვლელობისას გაკეთდება ჩანაწერები . მოსწავლეები პერიოდულად შეაფასებენ მოპოვებულ ინფორმაციებს .
რამდენიმე წინასწარ შერჩეული მოსწავლე უხელმძღვანელებს შეხვედრებს . შეხვედრების დროს გამოიკვეთება რამდენად კონცეპტუალურ ინფორმაციებს მოიძიებენ მოსწავლეები და რამდენად სწორი მიმართულებით ასრულებენ დავალებებს. წინასწარ შემუშავდება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა . |
დიფერენცირებული სწავლება
|
||||
სპეციალური საჭიროებები
|
||||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა <
კომპიუტერი
(ები) <
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი <
ინტერნეტკავშირი <
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა <
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
წიგნები აკაკის შემოქმედების შესახებ ,თაბახის ფურცლები , ციფრული კამერა , ვიდეოკამერა
|
No comments:
Post a Comment