Pages

სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა

                                               
                                     სადამრიგებლო  საათის  ფუნქცია

   სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობის  დრო თავის აღსაზრდელებთან .დამრიგებლის მიზანია  მოსწავლეთა  პიროვნული აღზრდა, ღირებულებათა სისტემის , მოქალაქეობრივი  ცნობიერების  ჩამოყალიბება . სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის , სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხებში ;
   დამრიგებელმა სადამრიგებლო საათზე , შესაძლოა , სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოს : "მინი" ლექცია - ვერბალური ახსნის მეთოდი , დისკუსია , შემთხვევის განხილვა , ექსკურსია , გონებრივი იერიში, პრეზენტაცია , როლური თამაში . 

                                                        2014-2015 სასწავლო წელი
 სადამრიგებლო კლასის თემები კლასებისა და მიმართულებების მიხედვით
მიმართულება - პიროვნული , მორალური და სოციალური განვითარება

თემები
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
თანამშრომლობა , აქტიური მოსმენა 
4

2
ტყულის მოკლე ფეხები აქვს 
2

3
როოგრ მოვაგვაროთ   კონფლიქტი 
4
შესაძლებელია ჩატარდეს ფსიქოლოგთან ერთად
4
მე შემიძლია სიბრაზის მართვა 
4
შესაძლებელია ჩატარდეს ფსიქოლოგთან ერთად 
5
კამათის ხელოვნება 
4

მეგობრობა 
2

7
ახალი ნაცნობების შეძენა 
2

8
როგორ გადავაქციოთ წვეულება ზეიმად 
2

9
წესები რომელიც სჭირდება საზოგადოებას 
4

10
დღსი რეჟიმი , ორგანიზება 
2

11
ცხოვრების  ჯანსაღი  წესი 
2

12



13



14



15





მოსწავლის აქტივობაში ჩართულობის თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
დონე
II დონე
III დონე
ქულა
1. ჩართულობა
აქტიურად ვარ ჩართული კლასის საათში, ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს რამდენჯერმე აქტივობის განმავლობაში -
4 ქულა
ჩართული ვარ საკლასო აქტივობაში,ვმონაწილეობ კითხვაში, ვსვამ კითხვებს და გამოვთქვამ მოსაზრებებს, ხანდახან აქტივობის მანძილზე.
3ქულა
არ ვარ ჩართული საკლასო აქტივობაში, არ ვმონაწილეობ კითხვაში, არ ვსვამ კითხვებს და არ გამოვთქვამ მოსაზრებებს მთელი აქტივობის განმავლობაში - 0 ქულა
2. მოსმენა
ყოველთვის ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები - 3 ქულა
ხანდახან ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, მაინტერესებს მათი მოსაზრებები - 2 ქულა
არასდროს ვუსმენ სხვებს საკლასო და ჯგუფური მუშაობის დროს, არ მაინტერესებს მათი მოსაზრებები - 0 ქულა
3. ქცევა
არასდროს ვარღვევ კლასში ქცევის წესებს - 3 ქულა
იშვიათად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს - 2 ქულა
ხშირად ვარღვევ კლასში ქცევის წესებს - 0 ქულა


                                             ჩემი  სადამრიგებლო  კლასი 








                   კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები









                             





 2014-2015  სასწავლო   წელი გამორჩეული წელი იყო  ჩვენი კლასისთვის ..წლის ბოლოს 10 ათოსანი მოსწავლე  და მათი მშობლები დაჯილდოვდნენ  მადლობის სიგელებით. 






















     

2015 წლის ბოლოს ექსკურსიაზე წავედით ტანძიაში , სულხან- საბა ორბელიანის სახლ - მუზეუმის დასათვალიერებლად .ვიყავით დმანისში და მოვინახულეთ ბოლნისის სიონი. მუზეუმში დაცულია სულხან- საბა ორბელიანისა და  მისი ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები , დოკუმენტები, სულხან- საბას ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.

























პირველი ევროპელები , რომლებმაც ვერ შეძლეს არსებობა და გამოიქცნენ , ირჩევენ ისეთ საცხოვრებელ ადგილს , რომელიც მათ შეაძლებინებს არსებობას. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ჰომინიდთა უძველესი თავის ქალები და ყბის ძვლები , რომლებსაც  მოგვიანებით " ჰომო გეორგუს " შეარქვეს .პირველად აქ  იპოვეს ქალისა და მამაკაცის თავის ქალები , მათი სახელები ზეზვა და მზია ქართულია და ყველა ენაზე " დაუმახინჯებლად" ითარგმნება . დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები , გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები და ქვის იარაღები დაახლოებით 1, 7 - 1, 8 მილიონი წლით თარიღდება .ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომონიდების პირველი განსახლების შსახებ და ევრაზიის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია.დღეს დმანისის აღმოჩენამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ..საქართველოში მცხოვრები ადამიანები ამაყობენ ამით, უამრავი ტურიტი ჩამოდის ჩვენს სამშობლოში სწორედ პირველი ევროპელების სანახავად . ამიტომ მოსწავლეებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ ამ აღმოჩენების შესახებ, თუნდაც მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს და პრეისტორიული ხანა შეისწავლონ უკეთესად.





















                                          ბოლნისის სიონი 














No comments:

Post a Comment