Pages

სამოდელო გაკვეთილის გეგმა


        სამოდელო  გაკვეთილის  გეგმა


  
     თემის სახელწოდება
    
           ო, ჰენრის მოთხრობა 
   '' უკანასკნელი    ფოთოლი "


   სწავლების საფეხური
   საგანი
   მასწავლებელი
1– ლი საფეხური , მე–6 კლასი 
   მოსწავლეთა რაოდენობა
  განსაკუთრებული საჭიროების
მოსწავლეთა რაოდენობა 30( ერთი განსაკუთებული საჭიროების მქონე მოსწავლეა )
  გაკვეთილის მნიშვნელობა
    და  აქტუალობა

მოსწავლეები  გააცნობიერებენ  ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობას ცხოვრებაში.. ადამიანთა შორის ურთიერთობის თემა ყველა ეპოქისთვის აქტუალურია. თანაგანცდის , თანადგომის , ადამიანისთვის მსხვერპლგაღების უნარის  ქონა ღვთის   უდიდესი საჩუქარია. ამ  თვისებებმა, შესაძლოა, სასოწარკვეთილი ადამიანი ცხოვრებისკენ შემოატრიალოს.
  მიზნები და ეროვნული სასწავლო  გეგმით    განსაზღვრული მისაღწევი   შედეგები 
  ქართ. VI. 7. მოსწავლე ამოიცნობს ფაქტებს , მოვლენებს . გამოაქვს  დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
განარჩევს მთავარ და არამთავარ პერსონაჟებს. განმართავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან .
  
ქართ. VI. 9.მოსწავლე გამოხატავს უშულო განცდასა და დაკვირვებაზე  დაფუძნებულ შეხედულებებს პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს .ავლებს პარალელს  ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით. 
ქართ. V. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური    და  ინდივიდუალური სტრატეგიების გამოყენება დისკუსიაში მონაწილეობის 
დროს . 
ქართ. 13. მოსწავლეს შეუზლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში და აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი 

მიზნები:მოსწავლეები  შეძლებენ ტექსტში არსებული მნიშვნელოვანი ეპიზოდების  დასახელებას. იმსჯელებენ პერსონაჟთა თვისებებსა და  ხასიათზე , პრობლემურ საკითხებზე  და  გაავლებენ პარალელს   შესწავლილ ნაწარმოებებთან . შეაფასებენ პერსონაჟთა ქცევას. გამოავლენენ წერის პროცესში მხატვრული წარმოსახვის უნარს და შექმნიან მოთხრობის გაგრძელების ინდივიდუალურ ვერსიებს.

  წინასწარი ცოდნა


 მოსწავლეები  გაიხსენებენ საზღვარგარეთული  მწერლობის ნიმუშებს

  შეფასების საგანი 



  ქართული   ლიტერატურა



  გაკვეთილის მსვლელობა:     მასწავლებლისა და მოსწავლის  აქტივობები .












































      


         შეფასება 



  კლასისი ორგანიზების      ფორმები 


1. კლასის ორგანიზება და გაკვეთილის მიზნისა და რუბრიკის გაცნობა; საშინაო დავალების შემოწმება  ( მოსწავლეებს  საშინაო  დავალებად ჰქონდათ თავების დასათაურება და მთლიანი ტექსტის გეგმის შედგენა შინაარსის გადმოსაცემად.(5წთ)

2. შინაარსის რეალიზება ( მოსწავლეები წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ლოგიკურად და თანმიმდევრულად აყალიბებენ  ტექსტის შინაარსს .(10წთ)

3. მეთოდი – ორმხრივი ჩანაწერების დღიური
(მოსწავლეები გაყოფენ   რვეულის ფურცელს შუაზე  და ასეთივე სქემა იხაზება  დაფაზეც.მათ ტექსტიდან უნდა ამოწერონ ფრაზები , ფაქტები , რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და ჩამოწერონ მარცხენა სვეტში . მარჯვენა სვეტს მოსწავლეები ავსებენ შემდეგი კიხვების საფუზველზე :  

 1)  რატომ შეარჩიეს ეს მონაკვეთი 
 2)  რაზე ჩაფიქრა ამ მონაკვეთმა ან რაიმე ხომ 
არ გაახსენდათ (10 წთ) 

4.ჩატარდება მინი დისკუსია თემაზე : "კეთილი ტყუილი" . მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ  ჯგუფად . დაინიშნებიან  ლიდერები . დისკუსიის თემა დაიწერება დაფაზე: "გამართლებულია თუ არა კეთილი ტყუილი "

5. შეჯამება – მოსწავლეები წინასწარ შერჩეული რამდენიმე კითხვის მიხედვით შაფასებენ პერსონაჟების ქცევას და გამოკვეთენ ნაწარმოების დედააზრს.
(1. რატომ შეარჩია მწერალმა ამ მოთხრობის სათაურად " უკანასკნელი ფოთოლი
2. შეიძლებიდა თუ არა ამ მოთხრობისთვის გვეწოდებინა " ბერმანის შედევრი" )

3.რამდენად მისაღები და მოსაწონია ჩვენთვის ის ადამიანური ღირსებები , რომლებიც დამახასიათებელია ამერიკელი გოგნებისა და ბერმანისთვის?
4. რა არის ნაწარმოების თემა და იდეა
5. რა შეფასებას აძლევთ მოხუცი ბერმანის საქციელს – ტყუილის  ფასად იხსნას ახალგაზდა გოგონას სიცოცხლე ? (5წთ)

6. მოსწავლეები ააგებენ წერილობიტ ტექსტს– მოთხრობის გაგრძელება .( როგორ წარიმართებოდა გმირების ცხოვრება შემდგომში ; გააგრძელებდნენ თუ არა სიუ და ჯონსი მეგობრობას და გახდებოდნენ თუ არა დიდი მხატვრები .(5წთ)


შეფასება მოხდება კომპონენტის – გაკვეთილზე ჩართულობის მიხედვით .შფასების ტიპი – განმავითარებელი , განმსაზღვრელი , ინდივიდუალური
(4წთ)
მუშაობა მთელ კლასთან , ჯგუფებთან,

ინდივიდუალურად( სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს  მიეცემა  გამარტივებული  სამუშაოები  და მარტივი კითხვები საგაკვეთილო  პროცესში ჩართულობისთვის)







      რესურსები 





   დაფა,ცარცი, საშინაო დავალების რვეულები, თაბახის  ფურცლები , კალმები , სასკოლო სახელმძღვანელო,  ფანქარი, სახაზავი. 


                        შეფასების სქემა, კომპონენტი– გაკვეთილზე ჩართულობა 

                                        შეფასების  კრიტერიუმები       ქულები
       მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,       შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს მას, გამოხატავს გაკვეთილის   პროცესის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას         1–2
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში
, იშვიათად  იჩენს ინიციატივას , მასწავლებლის გარეშე არ ცდილობს აქტიურობას .
         3–4
მოსწავლე  დამოუკიდებლად   ერთვება  გაკვეთილის მსვლელობაში
აქტიურია , მაგრამ ქმნის პრობლემებს , ხანდახან ცდილობს თავისი აქტიურობით მოუმზადებლობის დამალვას , არ შეუძლია აზრის გამოხატვა.  
         5–6
მოსწავლე  მონაწილეობს  აქტიურად  გაკვეთილის  მსვლელობაში
და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას , პატივს სცემს
სხვების აზრს , თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან , დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა  და  ჯგუფურ მუშაობაში , თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ხარვეზების გამო.
         7–8
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდევლად ერთვება  მუშაობაში, დისკუსიასა თუ პრობლემის გადაჭრაში . ეხმარება და პატივს სცემს სხვებს , კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა კლასის/ ჯგუფის მიერ რაიმე სახის დავალების შესრულებაში.         9 –10




    საგანი  
 ქართული  ენა  და  ლიტერატურა
   სკოლა  
186-ე  საჯარო სკოლა
 
 სწავლების  საფეხური
 მოსწავლეთა რაოდენობა
 განსაკუთრებული         საჭიროების მქონე მოსწავლის რაოდენობა
საბაზო . მე -9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 26 (განსაკუთებული საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში  არ არის  ).
პედაგოგი
   ირმა  შელია
გაკვეთილის  თემა
ვაჟა- ფშაველას  ლექსი „ კაი ყმა ‘’
გაკვეთილის მიზანი
ლექსის  თემისა  და  იდეის  განსაზღვრა . იდეალური „კაი ყმის ‘’ სახის ჩამოყალიბება .წინაპრებისა და აწმყოში მცხოვრები  ქართველი  ვაჟკაცების  შედარება .  
   მიზნები და ეროვნული სასწავლო  გეგმით    განსაზღვრული მისაღწევი   შედეგები 
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
. ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებულ თვალსაზრისს.
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
.აყალიბებს საკუთარ   თვალსაზრისს პრობლემის შესახებ
 გამართულ დისკუსიებში
. განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს
მიმართულება: კითხვა

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
·          კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამხვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·         ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;

·         შეაფასებს ავტორის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;
მიმართულება: წერა
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობის, ნოველის, ესეის, ჩანახატის, ლექსის და ა.შ.);


   გაკვეთილის მნიშვნელობა
    და  აქტუალობა

კაცისა  და  არაკაცის  თემა  ყველა  ეპოქისთვის აქტუალურია . ვაჟას ლექსი „ კაი ყმა ‘’ მნიშვნელოვანია იმითაც , რომ მხოლოდ კაი ყმის , ვაჟკაცი ადამიანის იდეალური თვისებების წარმოჩენით კი არ გვხიბლავს , არამედ  დიდი   გულისტკივილით   თანამედროვე , უმოქმედო ადამიანების , არაკაცების სამარცხვინო  სახესაც  ნათლად გამოკვეთს და უკეთესი ცხოვრებისკენ უბიძგებს მათ. დღევანდელი რეალობაც ხომ  სწორედ ისაა , რომ   ნაკლებია საქმით  ნამდვილი  ვაჟკაცი   . აქვე ისმის აქტუალური  კითხვაც : რას მიიჩნევენ დღეს , 21 -ე საუკუნეში, მოზარდები  ნამდვილ  ვაჟკაცობად  ან  შეცვალა თუ არა ეპოქამ  და წლებმა ჩვენი წინაპრების მიერ ჩამოყალიბებული ნამდვილი  ვაჟკაცის  სახე? 
წინ ცოდნა
მოსწავლეები გაიხსენებენ  ვაჟკაცობასა და რაინდობაზე შეწავლილ ნაწარმოებებს.(ი.ჭავჭავაძე „ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, საახალწლო მოთხრობა ; შოთა რუსთაველის „ ვეფხისტყაოსანი“ , აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“, ვაჟა- ფშაველას ლექსი „ ის კი არა არის ბიჭობა “  და სხ. 



გაკვეთილის მსვლელობა:    მასწავლებლისა და  მოსწავლის  აქტივობები















1.      კლასის ორგანიზება , გაკვეთილის მიზნისა და შეფასების  რუბრიკის გაცნობა  ; საშინაო დავალების  შემოწმება; (მოსწავლეებს  ტექსტის საფუძველზე  უნდა  ამოეწერათ  კაი ყმის, „სადიაცე ყმათა „   დამახასიათებელი თვისებები ).  3  წთ
2.      ორიენტირებული კითხვის მეთოდი . ამ მეთოდით   შესაძლებელია  ვრცელი  ლექსის მონაკვეთებად   დაყოფა . წინარე  ცოდნის გააქტიურება , მნიშვნელოვან  ლექსიკურ ერთეულებზე(სიტყვები ,ფრაზები,ტერმინები) დაკვირვება . მასწავლებლის  მიერ  დასმული კითხვების საშუალებით    გაკონტროლდება  ლექსის  დეტალების  გაგების  პროცესი. მოსწავლეები  შეეცდებიან გაარკვიონ რა ვერ გაიგეს , შესაძლებელია გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრაც .(13 წ )
3.      მეთოდი „ დაფიქრდი, დაწყვილდი , გაუზიარე“ მოსწავლეები იმუშავებენ  წყვილებში , რათა   არგუმეტირებულად   ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი ,  ტექსტიდან გამოკვეთონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია , შეაჯამონ  და  გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები    ( 2 წთ )
4.      . კოგნიტური სქემა .(აჯამებინებს მოსწავლეებს  ათვისებულ მასალას ) მოსწავლეები ასოციაციური რუკის  საშუალებით შეაჯამებენ „კაი ყმისა’’ და „ სადიაცე ყმების’’ თვისებებს .  არგუმენტირებულად იმსჯელებენ კაცისა და არაკაცის  ვაჟასეულ  ხედვაზე  და  ჩამოაყალიბებენ ლექსის იდეასა და თემას; ( 15 წთ)
5.      მინი  დისკუსია სახელწოდებით „ კარგ ყმად ვინა ვსთქვათ , ვაჟებო“ -  მოსწავლეები  სადისკუსიო კითხვების   დახმარებით   ჩამოაყალიბებენ თავიანთ   თვალსაზრისს    ვაჟკაცობაზე ,  და  გაავლებენ    პარალელს   შესწავლილ ნაწარმოებებთან. (წყვილები ერთიანდებიან ოთხკაცან ჯგუფებად) (10წთ)
        კითხვები:
 1.ჩამოაყალიბეთ კაი ყმისათვის დამახასიათბელი აუცილებელი თვისებები?
2.გაიხსენეთ  ის  ლიტერატურული  გმირები ,
რომლებიც  კაი ყმებად შეიძლება  ჩავთვალოთ;
 რა თვისებები აქვთ  მათ  ვაჟასეული  „კაი ყმისა“
3.ვაჟას  აზრით, განსხვავებით „კაი ყმისგან“ , რა თვისებები  ახასიათებთ „ სადიაცე ყმებს ‘’
4. გაავლეთ  პარალელი   თათქარიძესთან  და დაახასიათეთ   ვაიქართველი;  იმსჯელეთ  რა ითვლება კაცისთვის  ლაჩრულ საქციელად ?
5. იმსჯელეთ , რა ითვლება  დღეს  ვაჟკაცობად?
6. დაახასიათეთ  თანამედროვე  კაი ყმა  და გაავლეთ პარალელი  კაი  ყმის ვაჟასეულ  ხატთან;
 7. შეცვალა  თუ  არა  ეპოქამ   და  წლებმა  ჩვენი წინაპრების  მიერ  ჩამოყალიბებული  ნამდვილი  ვაჟკაცის  სახე? 
8.რა  მიზანს  ისახავს  ვაჟა  ამ  ლექსით ?

6. შეფასება , ურთიერთშეფასება
 დავალება - მოსწავლეებმა განხილული საკითხების საფუძველზე უნდა დაწერონ ესე   „ რა არის დღეს ვაჟკაცობა?’’(2წთ)
  შეფასება 

შეფასება მოხდება კომპონენტის - გაკვეთილზე ჩართულობის მიხედვით . შეფასების ტიპი - განმავითარებელი , განმსაზღვრელი

  კლასის ორგანიზების      ფორმები 

მუშაობა მთელ კლასთან , წყვილებთან , ინდივიდუალურად , ჯგუფურად
 
რესურსები 





საკლასო სივრცე , დაფა,ცარცი, საშინაო დავალების რვეულები,ბარათები, თაბახის  ფურცლები , კალმები , სასკოლო სახელმძღვანელო,  ფანქარი, სახაზავი.





                                       შეფასების  კრიტერიუმები 
      ქულები

       მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,       შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს მას, გამოხატავს გაკვეთილის   პროცესის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას
         1–2

მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში
,
იშვიათად  იჩენს ინიციატივას , მასწავლებლის გარეშე არ ცდილობს აქტიურობას .
         3–4

მოსწავლე  დამოუკიდებლად   ერთვება  გაკვეთილის მსვლელობაში
აქტიურია , მაგრამ ქმნის პრობლემებს , ხანდახან ცდილობს თავისი აქტიურობით მოუმზადებლობის დამალვას , არ შეუძლია აზრის გამოხატვა.  
         5–6

მოსწავლე  მონაწილეობს  აქტიურად  გაკვეთილის  მსვლელობაში
და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას , პატივს სცემს
სხვების აზრს , თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან , დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა  და  ჯგუფურ მუშაობაში , თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული ხარვეზების გამო.
         7–8

მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდევლად ერთვება  მუშაობაში, დისკუსიასა თუ პრობლემის გადაჭრაში . ეხმარება და პატივს სცემს სხვებს , კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა კლასის/ ჯგუფის მიერ რაიმე სახის დავალების შესრულებაში
        9 –10



საგაკვეთილო პრიცესი











No comments:

Post a Comment