ფასილიტატორის სამუშო შეხვედრები კოლეგებთან
ტრენინგები
ტრენინგზე მიღებული ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარება
კოლეგების უკუკავშირი
სამოდელო გაკვეთილი
სამოდელო გაკვეთილი
რა არის სამოდელო გაკვეთილი?სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სკოლების გაძლიერება, რაც, უპირველეს ყოვლისა,
გულისხმობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სტიმულირებას. სწორედ
ამიტომ უნდა წახალისდეს მასწავლებლებს შორის წარმატებული გამოცდილების
გაზიარება და პროფესიული დიალოგი.
მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან
განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც არა
მხოლოდ
მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური
თვალსაზრისით ინოვაციურია და კოლეგებისათვის სასარგებლო. სქემის უპირვე-
ლესი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გზით მასწავლებლის პროფესიული გან-
ვითარებაა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა წამყვანი მასწავლებლებისთვის სავალ-
დებულო აქტივობად სამოდელო გაკვეთილების ჩატარება.
წამყვანმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად 5 წლის განმავლობა-
ში უნდა ჩაატაროს 5 სამოდელო გაკვეთილი, ხოლო კარიერული წინსვლისთვის
სტატუსით განსაზღვრულ ვადაში 10 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მოუწევს. ამ
აქტივობით გამოცდილი მასწავლებელი ნაკლებად გამოცდილს უზიარებს საკუთარ
წარმატებულ პრაქტიკას და გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს სკოლებში ურთიერ-
თთანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას.
თავდაპირველად შევთანხმდეთ, თუ რა ტიპის გაკვეთილები შეიძლება ჩაითვა-
ლოს სამოდელოდ. ესენია:
1. ინტეგრირებული გაკვეთილი;
2. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
3. გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
4. ინოვაციური გაკვეთილი.
მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გაკვეთილის
ტიპი,
შეუსაბამოს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ასევე გაითვალისწი-
ნოს კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება მისი გაკვეთილი.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გადაწყვეტს სამოდელო გაკვეთილის ჩატარე-
ბას, სასურველია გააცნოს გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და როცა გეგმას საბოლოო
სახეს მისცემს, მოაწყოს შეხვედრა შეფასების ჯგუფთან. ეს არის ერთგვარი წინასა-
გაკვეთილო ინტერვიუ, რაც გულისხმობს შეფასების ჯგუფის წევრებთან გასაუბრე-
ბას გაკვეთილის თემის, მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ სამოდელო გაკვეთილს ესწრებიან არა მხოლოდ
შეფასების ჯგუფის წევრები, არამედ მოწვეული კოლეგებიც, რაც გარემოს შესაბამი-
სად ორგანიზებას საჭიროებს.
სამოდელო გაკვეთილის ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს,
დააგროვოს საჭირო კრედიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს
ახალი იდეების გააზრებაში.
სამოდელო გაკვეთილის ტიპიდან და თემატიკიდან გამომდინარე, შეფასების
ჯგუფი მასწავლებლებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს, თუ ვინ დაესწრება სამოდე-
ლო გაკვეთილს და მათგან ვინ მიიღებს მონაწილეობას მის შეფასებაში.
1. ინტეგრირებული გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი?ინტეგრირებული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს
მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად იყენებენ ჯერ კიდევ პირველი რე-
დაქციის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის დროიდან, ამასთანავე, 2011-2016
წლის „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის“ მიხედვითაც მასწავლე-
ბელს ამ აქტივობის წარმატებით განხორციელებისათვის ენიჭებოდა კრედიტი.
სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერ-
თმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს.
ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თე-
მატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით
დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო ორიენ-
ტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე
სფეროებში გამოყენებაზე. 21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა, რომელიც ადა-
მიანისაგან მეტ მობილობას ითხოვს. მას შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოზიციისა
და პროფესიის შეცვლა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება განათ-
ლების როლი, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან
გამკლავება. ამიტომ მასწავლებლის ვალდებულება თანამედროვე სამყაროში არ
შემოისაზღვრება მხოლოდ საგნის სწავლებით. თანამედროვე მოთხოვნები ზოგადი
განათლების მიმართ მასწავლებლებს კიდევ უფრო შორს მიმავალ მიზნებს უსახავს
და უბიძგებს მათ ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა
ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა - მე-
ორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და
უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტე-
რატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ,
რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური
ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათ-
ვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა. ტრანსფერის მექანიზმი სხვადას-
ხვანაირია. არსებობს ახლო და შორი ტრანსფერი. მათ შორის საზღვარი არც ისე
მკაფიოა, „მანძილი“ კი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად განსხვავე-
ბულ კონტექსტში ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა თუ უნარებს.
ახლო ტრანსფერი, უხეშად რომ ვთქვათ, ხდება მაშინ, როდესაც ახალ ცოდნას
მსგავს გარემოში ვიშველიებთ. მაგალითად გამოდგება ავტომობილის მართვა. გან-
სხვავებული მანქანის საჭესთან გადაჯდომა მართვის უნარის ტრანსფერია, თუმცა
მაინც მცირედ განსხვავდება კარგად ნაცნობი სიტუაციისგან. ახლო ტრანსფერად
შეგვიძლია ჩავთვალოთ საგნობრივი უნარებიც, რომლებიც განსაზღვრული საგნის
ფარგლებში მოიპოვება მოსწავლის უნარების არსენალში და რომლებსაც იგი საჭი-
როებისამებრ იყენებს. საზოგადოდ, სასკოლო საგნობრივი დავალებები ერთმანე-
თის მსგავსია და, ამდენად, ტრანსფერის განხორციელებაც შესაძლებელია.
შორი ტრანსფერის გამოყენება ხდება კონტექსტისგან ძლიერ განსხვავებულ
სიტუაციაში. მაგალითად, თუ კარგად თამაშობ ჭადრაკს, იგივე სტრატეგიები, რაც
საჭადრაკო პარტიას სჭირდება, შეიძლება ბიზნესშიც გამოიყენო. სასწავლო კონ-
ტექსტს თუ დავუბრუნდებით, შორი ტრანსფერი შესაძლებელია საგანთშორისი ინ-
ტეგრაციისას გამოვიყენოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს საგნები მო-
მიჯნავე არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებულ სწავლებას დიდი ისტორია აქვს, მან
დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა.
სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსიის
ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მასწავლებელი გაკვეთილის დაგეგმვისას ითვალის-
წინებდეს შიდა და საგანთშორის კავშირებს. სტანდარტის სწორედ ამ მოთხოვნამ
განაპირობა სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად ინტეგრირებული გაკვეთი-
ლის შემოტანა.
ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომ-
დინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპ-
ლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის და-
კავშირებას გადაწყვეტს. ცხადია, ინტეგრირებული გაკვეთილები ყოველდღიურად
ვერ ჩატარდება, რადგან მათ ზედმიწევნით დაგეგმვის გარდა, სხვა სირთულეებიც
ახლავს. მაგალითად, იმისათვის, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი სრულფასოვანი
გამოვიდეს, ხშირად ერთი გაკვეთილი საკმარისი არ არის და შეწყვილებული გაკვე-
თილის ჩასატარებლად საჭიროა ცხრილში ცვლილებების შეტანა.
ინტეგრირებული გაკვეთილის, როგორც სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტი-
პის, ჩატარება წამყვან მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააგროვოს საჭირო კრე-
დიტქულები და, ამავდროულად, კოლეგებს დაეხმაროს ახალი იდეების გააზრებაში.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
წლის დასაწყისში, როდესაც მასწავლებელი ადგენს თავისი საქმიანობის თემა-
ტურ გეგმას, სასურველია მან გაიაზროს სავარაუდო თემები, რომელთა დაკავში-
რებაც შესაძლებელია სხვა სასწავლო საგნებთან. ამის შემდეგ იგი უნდა გაეცნოს
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნების პროგრამას/პროგრამებს.
თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურად
შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ თამამად შეიძლება ინტეგ-
რირებული გაკვეთილის დაგეგმვა.
როდესაც ინტეგრირებაზე ვფიქრობთ, ხშირად ჩვენი იდეები არ სცდება მომიჯნა-
ვე და თემატურად ერთმანეთთან ახლოს მდგომ საგნებს, თუმცა შეიძლება ბევრად
უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმაც და ერთი შეხედვით ერთმანეთთან შორს მდგო-
მი საგნების დაკავშირება. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად
შეირჩეს საგაკვეთილო თემა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს
ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება იყოს ლოგიკური
და ბუნებრივი.
ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უზ-
რუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღ-
წევას.
როგორ უნდა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი?
გაკვეთილის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესა-
ბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით
ინფორმაციას და რესურსებს. გაკვეთილის მოსამზადებლად რესურსების მოძიება
და მომზადება საკმაოდ შრომატევადია და დროს საჭიროებს, რადგან, ბუნებრივია,
რომ მასწავლებლებს მეტი ინფორმაცია აქვთ საკუთარ საგანში არსებულ და ხელ-
მისაწვდომ რესურსებზე, ვიდრე სხვა საგნებში. გარდა ამისა, მოძიებული მასალა
ხშირად საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმნასა და ადაპტაციას. ამიტომ ჩვენი რჩე-
ვაა, მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე განსაზღვროს ინტეგრირებული გაკვეთი-
ლების თემატიკა და გააკეთოს გაკვეთილის გეგმის მონახაზი. გაკვეთილის გეგმის
დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების
მასწავლებლებთან, რომელთა ინტეგრირებაც აქვს განზრახული, გააცნოს მათ გაკ-
ვეთილის გეგმის მონახაზი და მოისმინოს მათი რეკომენდაციები.
2. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპია პრობლემაზე ორიენტირებული გაკ-
ვეთილი, რომელიც ეფუძნება ჯონ დიუის პრინციპს – „სწავლა კეთებით და გამოც-
დილების მიღებით“.
განათლების სისტემის მთავარი საზრუნავია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკო-
ლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადა-
საჭრელად გამოყენება. სწორედ ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი, რომ სკოლამ
საგნობრივ ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად მოსწავლეებს განუვითაროს
პრობლემების გადაჭრის უნარი. იგი მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური
ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში გამოადგებათ, არამედ ფორმალურ
საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გასაგრძელებლად და პროფესიულ კარი-
ერაში წარმატების მისაღწევად.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების იდეა ისევე, როგორც ყველა სხვა დანარ-
ჩენი ტიპის გაკვეთილისა, უნდა მომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობ-
რივი სტანდარტიდან, ხელს უნდა უწყობდეს მასში დასახული შედეგებისმ იღწევას.
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენება შესაძლებელია როგორც
მაღალ, ისე დაწყებით კლასებშიც, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებე-
ლია ადეკვატური მოდელის შერჩევა დასმული პრობლემის უკეთ წარმოსაჩენად.
დაწყებით საფეხურზე მოდელირება, მოსალოდნელი სცენარის შემუშავება თუ
მსავსი აბსტრაქტული დავალებები ვერ იქნება მიზანშეწონილი.
თუკი ინტეგრირებული გაკვეთილები უწინარესად ხელს უწყობს ნასწავლის
დაკავშირებას სხვა დისციპლინებთან, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოს-
წავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძ-
ველზე მისი გადაჭრის გზების ძიებას და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვ-
რებაში გამოყენებას.
ამ ტიპის გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჯერ გამოავ-
ლენენ პრობლემას, შემდეგ გაიაზრებენ მას, რის შემდეგაც მოიძიებენ, ახარისხებენ
და აანალიზებენ საჭირო ინფორმაციას. მოსწავლეები კვლავ უბრუნდებიან გადა-
საჭრელ პრობლემას და უკვე დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახერხე-
ბენ მის გადაჭრას.
პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებისათვის დამახასიათებელია შემდეგი:
სწავლება ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;
მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში, რადგან პრობლემის გადაჭრის გზების
ძიებისას მნიშვნელოვანია იდეათა მრავალფეროვნება და ურთიერთგაზიარება;
მასწავლებელი არის მხოლოდ გეზის მიმცემი, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს
მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე და ხდება აქტიური შემ-
მეცნებელი. ეს კი თავისთავად მის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალი-
ბებას უწყობს ხელს.
მხოლოდ ღიად დასმული სიტუაციური შეკითხვა (როგორ არის შესაძლებელი..?
შეიძლება თუ არა..? და სხვა) არაა საკმარისი, რომ სიტუაცია პრობლემურად ჩაით-
ვალოს. ამასთან ერთად საჭიროა:
პრობლემური ამოცანა იყოს ერთგვარი გამოწვევა მოსწავლისათვის. მასწავლე-
ბელმა უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად შეესაბამება პრობლემური ამოცა-
ნა მოსწავლის ასაკობრივ განვითარებასა და უნარ-ჩვევებს.
მასწავლებლის მიერ შერჩეული პრობლემური ამოცანა მამოტივირებელი, ინტე-
რესის გამომწვევი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის.
პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებელმა ისეთი ამოცანა უნდა დასვას, რომ
მოსწავლეს დასჭირდეს ახალი გზის მოფიქრება. თუკი მას ამისთვის მზა სტრატე-
გიას შესთავაზებენ, ეს მხოლოდ რიგით სავარჯიშოდ ჩაითვლება.
პრობლემური სიტუაცია შეიძლება იყოს შემდეგი სამი ტიპის: 1) ამოცანები, რომ-
ლებიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან; 2) ამოცანები, რომლებიც
მოითხოვს სისტემის ანალიზსა და მოდელირებას; 3) ამოცანები, რომლებიც უკავ-
შირდება რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას.
პრობლემის გადაჭრის მთლიანი ციკლი შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდ-
გინოთ: პრობლემის გადაჭრა იწყება პრობლემის მოძიებითა და ჩამოყალიბებით
(მასწავლებლის ჩართულობის ხარისხს პრობლემის მოძიებისა და იდენტიფიცი-
რების პროცესში განსაზღვრავს კლასის მზაობა და შესაძლებლობები). ამის შემდეგ
მოსწავლეები პრობლემას გაიაზრებენ, დაანაწევრებენ და გამოყოფენ პრიორი-
ტეტებს, მოახდენენ იდეების გენერირებას, მოიძიებენ და შეარჩევენ ინფორმაციას,
პრობლემის გადაჭრის სტრატეგიას, გააანალიზებენ პრობლემას, მოიძიებენ გადაჭ-
რის ალტერნატიულ გზებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და გაუზიარებენ ინფორ-
მაციას ერთმანეთს. შემდეგ გადაამოწმებენ შედეგების სისწორეს და, საჭიროების
შემთხვევაში, დაუბრუნდებიან შესაბამის ეტაპს და იქიდან ხელახლა იწყებენ პრობ-
ლემის გადაჭრის ციკლის გავლას.
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლისაგან მოითხოვს
ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას. პრობლემის გადაჭრა ეფუძნება იმ
ცოდნას, რომელიც მოსწავლეს უკვე აქვს, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია სხვა-
დასხვა შინაარსისა და ცნების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტეგრირება. ამ დროს
შესაძლებელია თვისებრივად ახალი ცოდნის მიღება. პრობლემაზე ორიენტირებუ-
ლი სწავლება უმეტესწილად დაკავშირებული უნდა იყოს რეალურ ან რეალურთან
მიახლოებულ ვითარებასთან, შეიძლება იყოს ინტერდისციპლინურიც, როდესაც გა-
დაჭრის გზა არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე სასწავლო საგნით ან მიმართუ-
ლებით. სწავლა აღარაა სტანდარტული, რუტინული პროცესი – იგი გარდაიქმნება
პიროვნების განვითარების ხელშემწყობ საშუალებად, რის შედეგადაც მოსწავლეს
უყალიბდება ცოდნის ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნები-
სა და სწავლის სწავლის უნარ-ჩვევები. იმ საკლასო გარემოში, სადაც გამოყენებუ-
ლია პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლეები თანდათან
უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ სწავლაზე და ყალიბდებიან დამო-
უკიდებელ შემმეცნებლებად, ანუ ისეთ პიროვნებებად, რომელთაც დამოუკიდებ-
ლად შეუძლიათ მუდმივად იზრუნონ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.
ეს კი თანამედროვე განათლების უპირველესი ამოცანაა.
როგორ უნდა დაიგეგმოს პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?
ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში:
სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა უნდა
იყოს მოსწავლეებისთვის აქტუალური;
პრობლემური ამოცანის შინაარსი მოსწავლეებში უნდა აღძრავდეს ინტერესს;
პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს
უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი;
პრობლემები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გა-
მოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას;
პრობლემა ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ საკითხზე (განსაკუთრებით, პირ-
ველ ეტაპზე), რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტურობა;
პრობლემა უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს თავისუფლად გამოხატონ საკუთა-
რი აზრი;
მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეძლონ პრობლე-
მის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი სტრატეგი-
ების შერჩევა;
უნდა წახალისდეს მოსწავლეების შემოქმედებითი მიდგომა;
უნდა შეიქმნას კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, სადაც მოს-
წავლეებს არ ეშინიათ შეცდომის დაშვების;
უნდა დაისვას ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს დასა-
ბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას, უბიძგებს კრიტიკული აზროვნებისაკენ;
უნდა წახალისდეს თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლას და სხვისი მოსაზრებების გათვა-
ლისწინებას;
დაბოლოს, თუკი მოსწავლეები შეფერხდებიან:
იდეების გენერირების ეტაპზე მასწავლებელმა მათ უნდა შესთავაზოს გონებ-
რივი იერიშის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს მრავალი საინტე-
რესო იდეის ჩამოყალიბებისაკენ;
მასწავლებელმა უნდა ამოაცნობინოს პრობლემაში უკვე ნაცნობი და მათ
მიერ მოგვარებული სიტუაცია, ანალოგიური პრობლემები, რომლებიც მათ
უკვე შეხვედრიათ და გადაუჭრიათ.
ისევე, როგორც ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში, მასწავლებელმა
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას შეიძლება აღმოაჩინოს,
რომ 45 წუთი არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად. ამიტომ შეიძლება საჭირო
გახდეს ცხრილში გაკვეთილების გადანაცვლება. შეწყვილებული გაკვეთილი საშუ-
ალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო ჩაუღრმავდნენ პრობლემას და იფიქრონ მისი
გადაჭრის გზებზე.
3. გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
გაკვეთილი?გამჭოლი კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმის (2011-2016 წ.წ.) განუყო-
ფელი ნაწილია. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული სწავლების დანერგვას სკოლებში დღემდე გარკვეული სირთუ-
ლეები ახლავს, რადგან არ მომზადებულა სათანადო დამხმარე რესურსები, რომ-
ლებიც მასწავლებლებს თავიანთ საგნებში მოსწავლეთა შორის აღნიშნული კომპე-
ტენციების განვითარებაში დაეხმარებოდა.
ხარვეზებს, რომლებიც გამჭოლი კომპტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ
სწავლებას ახლავს, სხვა მიზეზებიც აქვს. კერძოდ, მასწავლებლები გაკვეთილებზე
ძირითადად მხოლოდ იმ გამჭოლ კომპეტენციებზე მუშაობენ, რომელთა განვითარე-
ბაც ბუნებრივია იმ საგნისთვის, რომელსაც ისინი ასწავლიან. მაგ., წიგნიერების გან-
ვითარებას მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა უწყობს ხელს, ეკოწიგნიერე-
ბისას – გეოგრაფია, რაოდენობრივი წიგნიერებისას – მათემატიკა, სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენციისას – სამოქალაქო განათლება და ა.შ. დანარჩენ გამჭოლ
კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა კი სხვა საგნებისთვის აქვთ გადაბარებული.
ეროვნული სასწავლო გეგმა აღწერს 9 პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას,
რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, ხოლო მას-
წავლებლებისგან მოითხოვს, რომ თითოეული საგნის სწავლების კონტექსტში იყოს
მოაზრებული. ეს კომპეტენციებია:
1. წიგნიერება;
2. მედიაწიგნიერება;
3. ციფრული წიგნიერება;
4. რაოდენობრივი წიგნიერება;
5. ეკოლოგიური წიგნიერება;
6. მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია;
7. სემიოტიკური კომპეტენცია;
8. სწავლის სწავლა;
9. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში მოსალოდნელი ცვლილებების
თანახმად, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდიდან
http://ncp.ge, ჩამონათვალს, სავარაუდოდ, დაემატება შემდეგი კომპეტენციები:
1. ეთიკა, როგორც კომპეტენცია;
2. მეწარმეობრივი კომპეტენცია;
3. ჯანსაღი ცხოვრების წესი;
4. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
აღნიშნული კომპეტენციების დამატების შემთხვევაში, სასურველია სამოდელო
გაკვეთილების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს მათ განვითარებაზე ორიენ-
ტირებული აქტივობებიც.
სწორედ იმის გამო, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტი-
რებული სწავლების დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია, საჭიროდ მივიჩნიეთ
სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთ ტიპად სწორედ ასეთი გაკვეთილი შეგვეთავაზე-
ბინა მასწავლებლებისთვის.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
ისევ და ისევ მასწავლებელი იდეის ჩამოყალიბებას იწყებს ეროვნული სასწავ-
ლო გეგმიდან. ის აანალიზებს საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენ-
ციების ურთიერთკავშირს. ჯერ კიდევ თემატური დაგეგმვის დროს მასწავლებელი
ფიქრობს იმაზე, თუ რომელი თემა რომელი გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას
შეუწყობს ხელს, ან რა მეთოდით და რა გზებით არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღ-
წევა. სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების შედარება შეიძლება წარმოდგე-
ნილი იყოს სქემატურად, ცხრილის სახით, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს
სწორად დაგეგმოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით. არის კომპეტენციები,
რომლებზეც მასწავლებელი მუდმივად უნდა მუშაობდეს, მაგალითად, ისეთზე, რო-
გორიცაა სწავლის სწავლა.
როგორ უნდა დაიგეგმოს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე
ორიენტირებული გაკვეთილი?
სტანდარტის ანალიზის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს ხელმისაწ-
ვდომი რესურსები, სახელმძღვანელოს მიღმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია,
აპლიკაციები, კომპიუტერული პროგრამები („სოფტები“) თუ სხვა ვიზუალური საშუ-
ალებები. ამის შემდეგ იწყება გაკვეთილის დაგეგმვის ეტაპი. მასწავლებელს უნდა
ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობენ სხვა მასწავლებლები აღნიშნული
კომპეტენციების განვითარებისათვის, რომელი კომპეტენციები აქვთ მოსწავლეებს
უკვე განვითარებული და რა დონეზე, რადგან შეუძლებელია თუნდაც ერთი წარმა-
ტებული და სრულფასოვანი გაკვეთილის ფარგლებში მოხერხდეს ბოლომდე რო-
მელიმე ერთი კომპეტენციის განვითარება. ეს მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი
წინ გადადგმული ნაბიჯია უწყვეტ პროცესში.
4. ინოვაციური გაკვეთილი
როგორ ჩავატაროთ ინოვაციური გაკვეთილი?მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს საკუთარი ცოდნის განახლებასა და
თვალყურს ადევნებდეს საგანში სიახლეებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვ-
ნულ დონეზე. საქართველოში საგნობრივი პროგრამები 5-წლიანი ვადით მტკიცდე-
ბა, მასში ცვლილებების ასახვას ხანგრძლივი მუშაობა და განხილვა სჭირდება. ამი-
ტომ სკოლის დასრულებისთვის ნასწავლი შეიძლება მოძველებული და უსარგებლო
აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ისტ-ს, რადგანაც ეს სფერო ყველაზე სწრაფი
ტემპით ვითარდება. იგივე შეიძლება ითქვას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეც,
აქ ბევრმა აღმოჩენამ ტრადიციულ ცოდნაში დიდი ცვლილებები შეიტანა. ასევე, შე-
საძლებელია საერთაშორისო დონეზე მოხდეს მრავალმხრივი შეთანხმების მიღ-
წევა, ან განახლდეს რომელიმე კონვენცია, რისი ასახვაც საგნობრივ პროგრამაში
ვერ მოესწროს დამტკიცებული ვადების გამო. ასევე მაგალითისათვის გამოდგება
ეროვნულ დონეზე ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომელშიც ქვეყ-
ნის მმართველობის მოდელი მთლიანად გადაიხედა, ახლებურად გადანაწილდა
ფუნქციები სამთავრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო ინსტიტუციებს შორის.
ცხადია, ეს ცვლილება 2011-2016 წწ. სასწავლო გეგმაში ვერ მოხვდებოდა. ეს არ ნიშ-
ნავს იმას, რომ მოსწავლეები ამის გამო მოძველებული ცოდნის ამარა დავტოვოთ.
ასევე მუდმივად იცვლება, ვითარდება და მრავალფეროვნდება სწავლების მე-
თოდიკაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელმა თვალყური ადევნოს
როგორც აკადემიურ, ისე მეთოდურ სიახლეებს საგანში და ასახოს ისინი თავის
პრაქტიკაში.
როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა?
მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს ეროვნული სასწავლო გეგმების მოთ-
ხოვნებს და, ამავდროულად, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა სამეცნიერო
აღმოჩენებია მის სფეროში, რა ცვლილებები მიმდინარეობს ეროვნულ თუ გლობა-
ლურ დონეზე. სწორედ თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში, მასწავლე-
ბელი ახალი ცოდნის კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს, მისდევდეს სიახლეებს და
მოსწავლეებსაც საჭირო დროს უზიარებდეს.
მაგალითისთვის გამოდგება „ათასწლეულის მიზნების“ დასრულება 2015 წლის
დეკემბერში და ოქტომბერში გაეროს მსოფლიო კონფერენციაზე დამტკიცებული
„მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ დაწყება 2016 წლის იანვრიდან.
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაიაზრონ, თუ რატომ შეიცვალა 8 მიზანი,
მოხერხდა თუ არა მათი განხორციელება, რა მიმართულებით განხორციელდა ცვლი-
ლებები და რატომ ჩანაცვლდა ისინი ახალი 17 მიზნით. ეს სიახლე შეიძლება განსხვა-
ვებული მეთოდების გამოყენებით შემოიტანოს მასწავლებელმა. თემის მნიშვნელო-
ბიდან გამომდინარე, მასზე შეიძლება სამოდელო გაკვეთილი დაიგეგმოს.
როგორ უნდა დაიგეგმოს ინოვაციური გაკვეთილი?
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გაეცნობა სიახლეს და გადაწყვეტს მის შეტანას
კლასში, იწყებს გაკვეთილის დაგეგმვას. თუკი ეს არ არის ეროვნულ დონეზე გან-
ხორციელებული ცვლილებები, მასწავლებელს დიდი დრო დაეხარჯება ქართულ
ენაზე რესურსების მოსამზადებლად. თუმცა, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია, მა-
გალითად, ჟურნალი „National Geographic საქართველო“, რომელიც სხვადასხვა
საგნის მასწავლებელს (გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ხელოვნების, სხვ.)
მუდმივად აცნობს უახლეს მიღწევებს მეცნიერებაში.
რაც შეეხება სიახლეებს სწავლების მეთოდიკაში, მასწავლებლებს ვურჩევთ გაეც-
ნონ შესაბამის ლიტერატურას, ასევე ქართულ და უცხოურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყ-
ნებულ სწავლების სტრატეგიებს, გამოსცადონ ისინი პრაქტიკაში, მიუდგნენ შემოქმე-
დებითად და, საჭიროების შემთხვევაში, გაუკეთონ მათ მოდიფიცირება. მასწავლე-
ბელს შეუძლია თავად შეიმუშაოს სწავლების ახალი, უნიკალური მეთოდიკა.
No comments:
Post a Comment